ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

„სოვეტსკი პისატელმა“ მოსკოვში გამოსცა გალაკტიონის ლექსთა კრებული.

17 იანვარი

გალაკტიონი სიტყვით გამოვიდა მწერალთა კავშირის პოეტების სექციის ბიუროს სხდომაზე, აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის პოეტების სექციის ბიუროს თავმჯდომარედ.

26 იანვარი

გალაკტიონმა სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს მწერალთა კავშირის მეორე პლენუმის სხდომაზე.

8 თებერვალი

გალაკტიონმა გახსნა აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

9 თებერვალი

გალაკტიონმა გახსნა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა.

17 თებერვალი

ნიკოლოზ კანდელაკმა დაიწყო გალაკტიონის ქანდაკების ძერწვა.

28 თებერვალი

გალაკტიონის თაოსნობით პოეზიის სექციამ მოაწყო ერთი ლექსის საღამო.

7 მარტი

ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონის შვიდტომეულის 5 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.

4 აპრილი

გალაკტიონმა გახსნა მწერალთა კავშირში პოეტების სექციის გამართული „ქართული ბალადის საღამო“.

10 ივნისი

მწერალთა კავშირში მოეწყო ჰუგო ჰუპერტის შემოქმედების საღამო.

2 ივლისი

პოეტების სექციამ გამართა აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა.

დამატებითი ინფორმაცია

9 -10 ივლისი

გალაკტიონი ესტუმრა მშობლიურ ჭყვიშს და ვანს.


დამატებითი ინფორმაცია

21 ივლისი

გალაკტიონის საღამო გაიმართა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში.

27 - 30 ივლისი

გალაკტიონი გაემგზავრა მესხეთ-ჯავახეთში, სადაც მოინახულა: ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი, ზაფხულის საძოვრები, ტაბაწყურისა და თავფარავნის ტბები, ვარძია, კუმურდო, თმოგვი.

დამატებითი ინფორმაცია

14 აგვისტო

გალაკტიონი ესტუმრა ჩარგალს „ვაჟაობაზე“.


დამატებითი ინფორმაცია

6 ოქტომბერი

მოეწყო გალაკტიონის შეხვედრა ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის მუშებთან.

8 ოქტომბერი

რუსთაველის თეატრში, გალაკტიონის მონაწილეობით, გაიმართა დავით გურამიშვილის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი პლენუმი.

15 ოქტომბერი

გაიმართა გალაკტიონის საღამო წიგნის პალატაში.

22 ოქტომბერი

გაიმართა გალაკტიონის შეხვედრა თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებთან და ავადმყოფებთან.

დამატებითი ინფორმაცია

30 ოქტომბერი

გაიმართა გალაკტიონთან შეხვედრა მასწავლებლის სახლში.