ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

გალაკტიონის მონაწილეობით გამოიცა ესერული გაზეთების „რევოლუციური ნობათი“ და „შრომა“ დამატება ალმანახი „ლიგეა“.
 

იანვარი

გალაკტიონმა მოსკოვის სცენისმოყვარეთა პირველ სარეჟისორო კურსებზე დაიწყო სწავლა.


25 ივნისი

გალაკტიონმა დაამთავრა შინიავსკის სარეჟისორო კურსები. დადგა ოსტროვსკის პიესა „ტყე“. ოცნებობდა საკუთარი თეატრის შექმნაზე.

27 ივნისი

გალაკტიონი მოსკოვიდან პეტროგრადში გაემგზავრა. სმოლნში შეხვდა სტალინს.

დამატებითი ინფორმაცია

30 ივნისი

გალაკტიონი დაბრუნდა მოსკოვში.

ივლისის დასაწყისი

მოსკოვში, ლიუბიანკაზე, რედაქციის “Правда“ თანამშრომელთა რეკომენდაციით გალაკტიონს იღებენ კომუნისტურ პარტიაში.

ივლისის შუა რიცხვები

გალაკტიონი სამოქალაქო ომის ხანძარში გახვეულ სამხრეთ რუსეთსა და გერმანელების მიერ ოკუპირებული უკრაინის გავლით, სადაც ნახა, როგორ ხვრეტდნენ გაიდამაკები დაჭრილ პარტიზანებს, მატარებლით ოდესაში ჩავიდა. ოდესიდან ბელგიის სამოგზაურო კომპანიის სამგზავრო ხომალდით „დალანდი“  გერმანიიდან დაბრუნებული ქართველი ტყვეების ეშელონთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
ლექსი `გემი დალანდი~ - 1918
ლექსი `ცხრაას თვრამეტი“ - 1919

დამატებითი ინფორმაცია

19 ივლისი

გალაკტიონი თბილისში ჩავიდა.

დამატებითი ინფორმაცია

24 ივლისი

გალაკტიონი ბათუმში გაემგზავრა.

ნოემბერი, 1918

კონსერვატორიაში გაიმართა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 10 წლის აღსანიშნავი საღამო.