ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 43
ოლოლ, გამარჯვება!
შენი წერილი მივიღე, გმადლობ! მე ფოთიდან ვბრუნდები და ამ წერილს სადგურზე ვწერ სამტრედიაში. მივდივარ დედაჩემთან. მინდა, დავისვენო.
ჩემი მეგობრები სოფელში მხოლოდ წიგნები იქნებიან და შენი წერილები.
[გამოგზავნე ამ ადრესით: Самтреди.. Бло...].
ადრესს მერე შემოგითვლი.
გკოცნი!
იყავი კარგათ.
შენი გალაკტიონი
[1910-იანი წლები]