ნაკადულო, ნაკადულო!
ნაკადულო, ნაკადულო,
გამარჯობა შენი!
ყვავილებით მოხატულო,
მინდორს როგორ ჰშვენი!
მახსოვს მე ზღვა და გურია:
ბავშვი გმირად შემქმენ -
როს მარიამ დემურია
გაგზავნიდა ჩემკენ.
მიმოჰფენდა ველი სურნელს,
თრთოდა სული, გული.
ვშლიდი ფურცელს და იმ ჟურნალს
ერქვა "ნაკადული".
[1947 წლის 25 დეკემბრამდე]