მსოფლიო ჩრდილი
[ციკლიდან „ეპოქა“]
ო, დღე არ გავა, არ შემიყვარდეს
ახალ სიტყვაში მყოფი სამყარო,
თითო იმედი გულს არ მიეცეს,
ან თითო რწმენა არ დავამყარო.
ახალი ყოფა. ის ყველასია.
კორიანტელი ძლიერად ზრდილი.
გვინდა - ქალაქებს დაადგეს თავზე
გიგანტიური მსოფლიო ჩრდილი.
[1928]