* * * როს მტვირთველები...
[ციკლიდან „ეპოქა“]
როს მტვირთველები ტვირთავენ გემებს,
გემთან ირევა გამცილებელი,
მუშებს თავს ადგას უფროსი მათი,
მაღალი, მეხის ამცილებელი.
მაინა! ვირა! ვირა! მაინა!
ტვირთების მთელი დაიძრა კორდი -
ქალების ქუდთა, საყელოების
და გლიცერინის არის იმპორტი.
[1928]