შუალედი - დან - მდე
 
 


გივიკი ავად არის


გივიკი ავად არის -
         ჩვენი პატარა გივი,
აქვს მოლოდინი ქარის -
        და პროჟეკტორის სხივი.

ფოთლის ყვითელი ღერო
        ამბობს - ღამეა ცივი!
ვნახე: ნიშანი ზერო -
        ზერო.. ეს არის გივი.

იყო ნამების მძივი,
        აბასთუმანი, ჩაქვი.
მქუხარ რიონთან ტივი,
        თეთრი.. პატარა თაგვი.

[1925]