კორნელი კეკელიძეს
ღრმად პატივცემულო ბ. კორნელი!
[ჩემთან იყო] თქვენმა ყოფილმა მსმენელმა ქალმა, ეთერ შუშანიამ გადმომცა, რომ იგი ერთს თვეში [ივნისში] უნივერსიტეტში იცავს დისერტაციას – ჩემი შემოქმედების შესახებ. მან გთხოვათ, რომ ოპონენტად გამოხვიდეთ თქვენ – რაც [ჩემთვის დიდად სასიამოვნოა] ჩემი დიდი სურვილიცაა. ყველას ახსოვს თქვენი დიდებული, [მართლაც] სწორედ ისტორიული გამოსვლა სახ. ოპერის თეატრში. იმედი [მაქვს] გვაქვს თქვენი.
[მარადის თქვენი დიდად პატივისმცემელი]
პატივისცემით თქვენი გალაკტიონ ტაბიძე
1950 წ., 4 მაისი
მან გთხოვათ, მიიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში, რაც ჩემი დიდი სურვილიცაა.