ბენაშვილი დიმიტრი - გალაკტიონს
პატივცემულოგალაქტიონ!
13 ოქტომბერს, დღის 11 საათზე (ე. ი. კვირას) უნივერსიტეტის კლუბში სტუდენტები აწყობენ თქვენს საღამოს. მე ვიქნები მომხსენებელი თქვენ შემოქმედებაზე. გამოვლენ პოეტები.
ამ ბარათის მომტანი უფრო დაწვრილებით მოგელაპარაკებათ.
თქვენი პატივისმცემელი დიმიტრი ბენაშვილი
9. X. 40 წ.