სულავა ალექსანდრე - გალაკტიონს - 2
სალამიგალაქტიონს!
როგორც შ. აფხაიძემ გადმომცა, მას პირადად გადმოუცია თქვენთვის ჩემი წერილი, სადაც 16 კითხვა იყო, რომელზედაც თქვენ უნდა გეპასუხნათ, როგორც შევთანხმდით. მას შემდეგ, მართალია, ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ მე მაინც მოუთმენლად მოველი თქვენს ცნობებს. ეს მე ძალიან მესაჭიროება იმ წერილისათვის, რომელიც მე თქვენზე დაწერილი მაქვს, მაგრამ მიბრკოლდება მისი გადაბეჭდვა იმის გამო, რომ უნდა ჩავუმატო, როგორც ამას წერილის კომპოზიცია მოითხოვს, ცნობები თქვენი ბიოგრაფიიდან.
ერთხელ კიდევ ძალიან გთხოვ, მომაწოდოთ ეს ცნობები. უკეთ, თუ ვერ მოიცლით ან არ დასწერთ, იმედი მაქვს, იმასაც სასწრაფოდ მიპასუხებთ.
მოველი პასუხს.
პატივისცემით ალ. სულავა
27. VII. [1940]