სულავა ალექსანდრე - გალაკტიონს - 1
სალამიგალაქტიონს!
გიგზავნი „კითხვებს“. როგორც მაშინ გითხარით, ის შეიცავს ისეთ კითხვებს, რომელიც საჭიროა თქვენი ბიოგრაფიისათვის. ყველა აქამდე გამოქვეყნებული ბიოგრაფიები ძუნწ და მშრალ ცნობებს შეიცავენ. მე მინდა, ამ კითხვების საფუძველზე თქვენ დასწეროთ დეტალების აღნიშვნით ცნობები.
ეს კითხვები საკმარისია, რომ ლამაზი პოეტური ბიოგრაფია გამოვიდეს. იმედი მაქვს, მალე შემისრულებთ თხოვნას. მოცულობით, რამდენსაც შესძლებთ, იმდენი იყოს.
ვუცდი თქვენს პასუხს და ამ თხოვნის შესრულებას, შეიძლება ზოგიერთი კითხვა არ იყოს საჭირო, ან თქვენ რაიმე უკეთესი კითხვა მოგაგონდესთ. ერთი სიტყვით, თქვენ უკეთ იცით.
ალ. სულავა
15. VIII. 40