ძიძიგური ლავრენტი - გალაკტიონს - 5
ძვირფასოგალაკტიონ!
მიიღე გულთბილი სალამი!
შენმა მორიგმა გამარჯვებამ ოცი წლით გამაახალგაზრდავა...
ამით ერთხელ კიდევ დაუმტკიცე შენს მშობელ ქვეყანას, რომ შეუჩერებლად მიემართები წინ, სულ წინ, პოეზიის უდიდესი მწვერვალების დასაპყრობად...
შენს უბადრუკ მტრებს კი (ლიტერატურულ ფინიებს, на подобье „слона и моськи“) უკანასკნელი სასიკვდილო ლახვარი ჩაეცი... სამწუხაროთ, იმ საღამოს წილად არ მხვდა უშუალოდ განმეცადა ასეთი სიხარული, მივლინებაში ვიყავი წასული...
ეხლა ერთი რამ: გუშინ უნივერსიტეტში მთხოვა ერთმა მეცნიერ-მუშაკმა, მეთხოვა შენთვის, რომ მას სურვილი აქვს შენი ავტობიოგრაფიული ცნობებით ისარგებლოს, შრომა უნდა დასწეროს შენზე... გთხოვ, მაცნობო, რამდენად შესაძლებელია ეს.. და როგორ მოვიქცეთ? იმ ჩემს ვალდებულებას ვასრულებ, თუმცა შეგვიანდა, მაგრამ არა უშავს...
იყავი ჯანმრთელად და მუდამ ასე გამარჯვებული..
მარად შენი ლავრ. ძიძიგური
1940. I. 4. ლენინის 52