გუჯაბიძე პროკოფი - გალაკტიონს
ძველიქუთაისისდროინდელომეგობაროგალაკტიონ!
მიიღე სალამი „პატარა“ კაციდანაც. მე მიხარია, რომ ორდენოსანი პოეტი ხარ ამ ჟამად. ვკითხულობ შენზე მხოლოდ გაზეთებით. მე ვიმყოფები ამ ჟამად სოფლად. ვცხოვრობ ცუდათ – კარჩაკეტილად. ცხოვრება ჩემთვის უამური გახდა და არ ვიცი – რისთვის (?!). ალბად, დავიმსახურე, მაგრამ ჯერ ვერც ის გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგან (ცენტრში – რაიონში) ვსთხოვ და მოვითხოვ ამხანაგებიდან...
თბილისში რომ თავიდან მოვხვედრილიყავი მეც, ეგებ ჩემთვისაც შექმნილიყო ის საამური ცხოვრება, რომელზედაც ამბავია ამ ჟამად. მე ჩამოვრჩი ცხოვრებას ახალს, იმ დროს, როდესაც ძველ ცხოვრებას სიყრმიდანვე ვებრძოდი. თუ დავაშავე და დავიმსახურე – მე რატომ არ ვიცი, „თუ გავფლანგე – რატომ მშია“ და ა. შ. (?!).
დასკვნა: ახალი თბილისი მინდა მოვინახულო და უსახსრობის მიზეზით საშვალება არა მაქვს. გალაკტიონ! გადმომასესხე 50 მანეთი შენ და 50 მანეთიც კოლია მიწიშვილსაც უთხარი ჩემს მაგიერ. 100 მანეთს ველოდები ფოსტით. გაგეცინება ეს ამბავი, მაგრამ ნუ გაგიკვირდება. კოლიაც მიცნობდა ერთ დროს და ისიც აღარ არის პატარა კაცი.
პასუხს ველოდები.
პ. გუჯაბიძე (ასკანელი)
20. XI. 36 წელი. ს. მთისპირი
მისამართი: მთისპირი, მახარაძის რაიონი, პროკოფი გუჯაბიძე.