შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-18 - 25 მარტი, 1957 წელი


     25 მარტი, 1957 წ.
     საზოგადოების წევრს, სახალხო პოეტ გ. ტაბიძეს.
     საზოგადოების გამგეობის მესამე პლენუმმა დაადგინა სისტემატიურად მივ­ლი­ნებულ იქ­ნენ ლექციების წასაკითხავად რაიონებში ცნობილი მეცნიერები და მწერ­ლები.
     ჩვენ ამ ჟამად ვგეგმავთ მეორე კვარტლისათვის რესპუბლიკის ქალაქებსა და რა­იონებში ლექ­ტორთა მივლინებას.
     გთხოვთ, 10. IV. 57 წ. გვაცნობოთ, რომელ რაიონში შესძლებთ გაემგზავროთ ლექ­ციების ჩა­სატარებლად.

                                                                                 საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი - დ. ენუქიძე

 
I. როდის შესდგება საზოგადოების გამგეობის მეოთხე პლენუმი...
II. სია საზოგადოების გამგეობის [პლენუმის] წევრებისა...
III. დ. ენუქიძის სახელი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონი.
IV. სია ლექტორებისა, რომელთაც უკვე აქვთ ჩემს შესახებ მოხსენებები.
V. სხვა ლექტორები, რომლებიც შეიძლება ჩავაბათ ამ მუშაობაში.
VI. მოკლე ბიო-ბიბლიოგრაფიული წიგნი ჩემს შესახებ აუცილებელია (ვინ გა­ა­კე­თებს?).