დღიური-630-16 - 1955 წელი
შეხვედრას დაესწრებიან ყრილობის დელეგატები: გალაქტიონ ტაბიძე, გრიგოლ აბაშიძე, კარლო კალაძე, ხუტა ბერულავა, შალვა ამისულაშვილი, ალექსანდრე მირცხულავა, მიხეილ მრევლიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გიორგი კაჭახიძე, თეიმურაზ ჯანგულაშვილი, რევაზ ჯაფარიძე, თენგიზ გოგოლაძე.
რატომ არ არის ალფაბეტითო?
ხალხმა ოვაციები გამიმართა.
ჩემ მიერ წაკითხულ იქნა ლექსები:
1. მშვიდობისათვის, 2. წითელი მოედანი - V ტ.
მშვენიერი იყო ჯიბლაძის მოხსენება (უკეთ, შესავალი სიტყვა) საღამოს გახსნისას. დიდებულად ვიყავი ნახსენები. აუცილებლობა ჩემზე მონოგრაფიების წერისა.
ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს რევაზ ჯაფარიძე.