დღიური-636-11 - 1938 წელი
მინდობილობა
ამით მივანდობ ჩემს ძმას, პროკლე (აბესალომ) ტაბიძეს, მიიღოს ჩემი აგვისტოს თვის პენსია შემნახველ სალაროში.
გალაკტიონ ტაბიძე
1938
*
ულევი, უანგარიშო,
შიშით და ჟრჟოლით ამტანი -
შენს არე-მარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფე-შანტანი.
ბიოგრაფიაში უნდა ჩაემატოს:
1. 1917 წელი; 2. მოგზაურობა და „ეპოქა“. 3. მოგზაურობა და „რევოლიუციური საქართველო“. 4. გამძაფრებული პოლიტიკური მდგომარეობა. „პაციფიზმი“. 5. პარიზის კონგრესი. 6. სტალინზე და ლენინზე.
ნოვატორობა. ახალი ლირიკის დაფუძნება.
„ჩვენი ეპოქის ლირიკის დაფუძნება“.