შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-528-4 - 1938 წელი


ჩემი ლიტერატურული მუშაობის XXX წლის თავთან დაკავშირებით მე მინდა მოვაწყო გამოფენა.
გამოფენამ უნდა ასახოს მთელი განვლილი ლიტერატურული გზა 1908 წლიდან 1938 წლით. მას ექნება ორი ძირითადი განყოფილება:
1. 1908 წლიდან 1917 წ.
2. 1917 წლიდან 1938 წ. (უფრო ვრცლად ეს განყოფილება იქნება წარმოდგენილი).

ექსპონატები გამოფენისათვის:
1. გამოფენილი იქნება ყველა ჩემი წიგნები, როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე.
2. გამოფენილი იქნება გაზეთები, ჟურნალები, კრებულები და წიგნები, რომლებშიაც მონაწილეობას ვღებულობდი 1908 წლიდან 1938 წლამდე, როგორც ქართულს, ისე რუსულ ენაზე.
3. გამოიფინება ყველა ამ წიგნების შესახებ: კრიტიკული წერილები, შენიშვნები, ლექსები, ნარკვევები და სხვ. სხვა და სხვა ენებზე.
4. ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სალიტერატურო საღამოების აფიშები და სხვ.
5. სპეციალური მხატვრული გაფორმებით, სათანადო მხატვრული სურათებით და ილიუსტრაციებით მოეწყობა [თვითეული] ყველა წიგნები: 1. წიგნი 1914 წ., 2. წიგნი - 1918 წ., 3. ჯონ რიდი, 1924, 4. ლექსები. 1927. 5. ეპოქა - 1930. 6. პაციფიზმი - 1930. 7. რევოლიუციური საქართველო 1931. 8. პირველი და მეორე ტომი - 1935-1937 წ.წ. 9. ჟურნალ-გაზეთებში მოთავსებული ლექსები თანამედროვე თემებზე და სხვ.
6. სპეციალურად წარმოდგენილი იქნება პარიზის კონგრესი (ანტიფაშისტური).
7. განსაკუთრებით გაშუქებული იქნება თანამედროვე მშენებლობა (კოლხიდა, ახალი თბილისი და სხვ.).
8. თვითეულ სურათს (მაგ. ზაჰესი) ექნება შესაფერი წარწერა ლექსებიდან.
9. ლენინისა და სტალინის შესახებ დაწერილი ლექსები განსაკუთრებით იქნება გაფორმებული.
10. გამოყენებული იქნება [აგრეთვე] გრაფიკა.
11. გამოფენილი იქნება ფოტო-სურათები.
12. გამოფენილი იქნება სურათები ძველი და ახალი მწერლების, რომელთაც რაიმე დამოკიდებულება აქვთ გამოფენის იდეასთან.