დღიური-533-10 - 1936 წელი
7. V. 36 წ.
სამკურნალო კომისიაში:
1. სასტუმრო არის თუ არა წყალტუბოში. რა ეღირება ორი კვირით. მკურნალობის ფასი.
2. შინაგან სნეულებათა ექიმს: მახველებს, სული მეგუბება ყელთან, გულის შეხუთვა არ მასვენებს: შედეგები გრიპის.
3. კბილის ექიმთან რენტგენის გადაღება.
სახელგამში:
4. ჰონორარი.
„Заря Востока“-ში:
5. ჰონორარი.
წიგნის მაღაზიებში:
6. უცხოეთის ლიტერატურის ახალი გამოცემები რუსულ ენაზე: ჟურნალები, წიგნები და სხვ.
7. მელანი ავტომატურ კალამის.
მწერალთა სასახლეში:
8. დემეტრაძესთან, ჟღენტთან - რა კრებაა ხვალ? რა კრება იყო 23 აპრილს.
9. შეიძლება თუ არა დისკუსიის სტენოგრაფიული ანგარიშების გადათვალიერება.
10. Fფული ლიტფონდიდან და მოწმობა სამკურნალო კომისიისათვის, ერთი-ორი თვით სააგარაკოდ წასვლისათვის.
აკადემიაში:
11. გორდელაძესთან: რა კრება იყო გუშინ. რაზე იყვნენ მოწვეული იაშვილი, მიწიშვილი, კომპოზიტორები და სხვები?
ფოსტაში:
12. გამოწერა ადგილობრივი და მოსკოვის გაზეთებისა ივნისისათვის.
საქალაქო სადგურზე:
13. ბილეთები გასამგზავრებელი წყალტუბოში, ცნობები.
„მუშის“ რედაქციაში:
14. განცხადება დოკუმენტების დაკარგვის შესახებ.
მეზონინინ.