დღიური-641-8 - სექტემბერი, 1914 წელი
ჟურნალი „თეატ. და ცხოვრება“ №5
ეს ჟურნალი, ერთი წელიწადი იქნება, რაც გამოდის, სუფთად, ლამაზად და შნოიანად... მაგრამ ჟურნალს აქვს ბევრი ისეთი ცუდი მხარეები, რომლის გამოქვეყნებამაც ადვილად შეიძლება დიდი სარგებლობა მოუტანოს თვითონ ჟურნალს. გაზეთებში ჟურნალის ყოველი ნომრის გამოსვლისას აღნიშნავენ ხოლმე, გამოვიდა „თ. და ც-ის“ ესა და ეს ნომერი, ჟურნალი ჩვეულებრივათ შინაარსიანათ და ლამაზად არის გამოცემული“-ო. მაგრამ მარტო ეს არ კმარა: საჭიროა საფუძვლიანი კრიტიკა, გულახდილი სიტყვა, საქართველოში უნაკლულო შინაარსის ჟურნალი ჯერ არ გამოსულა, და არც „თეატ. და ცხოვრება“ იქნება უნაკლულო. მრავალ ნაკლულევანებათა შორის ჩვენ რამდენიმეს აღვნიშნავთ.
1. ჟურნალს არ აქვს მონახული საკუთარი და გაშუქებული გზა. ეს, ალბად, ხელმძღვანელის ბრალია.
36. ნარგიზი. 36-7.
ჟურნალში მონაწილეობას მიიღებენ:
აბაშელი ს., ახოსპირელი ბ., ბაბილინა, ქუჩიშვილი, ჩხიკვაძე, რუხაძე, ტაბიძე, ვლ. ბაქრაძე, [მ. წულუკიძე], მ. ოკუჯავა, გრ. გიორგაძე, ი. ნიკოლაიშვილი, ჩიტო შარაშიძის ასული, ვლ. ემუხვარი, ეშმაკი, თაგუნა, გელა, იასამანი, ვ. მალაქიაშვილი.