ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს – ამხ. ს. თოდრიას
გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ სრულიად საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარესთან, რათა ნება მოგვეცეს „ჟურნალი“-ს მე-10 ნომერში მოვათავსოთ სახ. დაწესებულებათა განცხადებები ისე, როგორც ეს ხდება „დროულში“ და სხვ. ამით საშუალება მოგვეცემა, გამოვცეთ ჟურნალის ერთი ნომერი.
გალაკტიონ ტაბიძე, მწერალთა კავშირის წევრი
9 მარტი, 1926