შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 39


ძმაო გალაქტიონ!

გისურვებ ჯანმრთელობას, მუდამ კარგად ყოფნას. როგორ ხარ? თბილისში უთუოდ დიდი სიცივები იქნება. თუ ძმა ხარ, თავს მოუფრთხილდი, არ გაცივდე.
ჩვენ კარგად ვართ. არაჩვეულებრივი კარგი ზამთარია. გაზაფხული გეგონება, მხოლოდ ორი-სამი დღეა ამინდი შეიცვალა: წვიმები და სიცივე – მაგრამ დღეს ისევ გამოიდარა.
ბავშვები კარგად მეცადინეობენ: ვასიკო ოქროს მედლის კანდიდატია. ჯერ-ჯერობით მეათე კლასში, ყველაზე უკეთესად სწავლობს. ნოდარი მეშვიდე კლასშია, ისიც საუკეთესო მოწაფედ ითვლება, სულ ხუთები აქვს და ყოფაქცევითაც სანიმუშოა.
ასეა ჩვენი საქმეები ამჟამად.
ახლა ერთი საინტერესო საკითხია, რომელსაც, იმედია, უყურადღებოდ არ დასტოვებ. ეს მიწის ნაკვეთია, საჭირო იქნება მიწადმოქმედების კომისარიატში მისვლა და ქაღალდის გაკეთება. სულ ორი საათიც არ გინდა ამისათვის და ჩვენთვის კი ეს, ვინ იცის, რამდენად ეღირება! ქაღალდები ორ-სამ დღეში გააკეთე. ასე რომ, ერთი კვირის შემდეგ რომ ჩამოვიდე, მზად დამხვდეს. ახლა უკვე დროა. ჩემზე თუ არ მოხერხდება ქაღალდის გაკეთება შენი მაინც გაამზადებინე. აბა, შენ იცი! რა კარგი იქნება, თუ შედეგს წერილით მაცნობებ. სალამი ჩვენი ოჯახიდან პატივცემულ ნინას.

აბესალომი

18/II-1945 წ.