შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 37


გალაქტიონ!

რამდენი არ გიძახე ტელეფონით, არავინ გამაგონა. მოვედი, არავინ არის. ასე იყო ერთი თვის წინადაც. ნეტა ვიცოდე, როგორ ხარ?
მე ფეხზე ეკზემა გამიჩდა და იმისათვის ჩამოვედი. ხვალ მივდივარ.
არა გრცხვენია, რომ შენ ამბავს არაფერს იწერები.
სამტრედია, ბერიას ქუჩა №2.

აბესალომი

29/IX-1941 წ.