შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 25


ძმაო გალაქტიონ!

წამოვედი, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ. მალე არ გამოეწერო: აუცილებლად შეგაბრუნებს, თუ ძალიან კარგად არ გამორჩი. შენი მანდ მეტი ხნით დარჩენა ყოველმხრივ კარგია... თუ საჭიროდ დაინახო, მომწერე და 24 ამ თვეს ჩამოვალ და საღამომდი დავრჩები. ეს დღე გამოსასვლელი დღეა. გამოწერის შემდეგაა საჭირო ძალიანი სიფრთხილე. ღვინოს, როგორც ჭირს, ისე უნდა უფრთხილდე, თორემ ვიღაც ოხერი გაგყვება სახლში, ან გასაღებებს ამოგართმევს და სულიან-ხორციანად გაგცლის. ეს კიდევ არაფერი, თუ სიცოცხლეც საფრთხეში არ ჩაგიგდო. ერიდე მაგ ოხერ სასმელებს, რომელმაც ჩვენი სიცოცხლე ასე მოშხამა და მოწამლა. არაფერი გაკლია: დიდება, სახელი, ქონება – უმაღლეს მწვერვალზე ხარ ასული, მტრებს შურით თვალები ებრმავებათ და ისარგებლე ამით... ნუ იკლავ თავს მაგ შხამით...

აბესალომი


P. S. რა კარგი იქნება, 30-მდე რომ დარჩებოდე, მაშინ ჩამოვალ და ყველაფერს მოგაწყობიებ.

18. XI. 1936 წ.