შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 20


ძმაო გალაქტიონ!

როგორ ხარ? რატომ არაფერსა გვწერ? დედა შენი ჯავრით არ არის. ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ერთი ჩამოხვიდე.
თუ საქმე არაფერი გაგიფუჭდება, სამი დღით მაინც ჩამოდი. მისამართის მოწერას მაინც რა დიდი საქმე უნდოდა.
აბა, შენ იცი, თუ ჩამოხვალ.
უკიდურეს შემთხვევაში, წერილი მაინც მოიწერე.
ტობანიერი (ქუთ. ოლქი), პროკლე ტაბიძეს. ვინ იცის, იქნებ დაგავიწყდა. შეიძლება სახლიც ვერ მოაგნო!!
მოგიკითხა ჩვენებმა, ჩვენმა პატარა ვასიკომაც. იგი რვა თვის ბიჭია და ძალიან გესაყვედურება: ბიძიკო! აწი დროა, ერთმანეთი გავიცნოთო.

შენი ძმა აბესალომი

[აპრილი, 1930]