შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 16


ძმაო გალაქტიონ!

გამოულეველ ტყუილებს ბოლო არ ეღება – არ ჩამოდიხარ და არა! თუმც ყოველ წერილში იწერები: ამ კვირაში უთუოდ ჩამოვალო და ასთე დაუსრულებლივ.
ჩვენ კარგათა ვართ.
წინა წერილებში გწერდი: ჩვენი შკოლის გადაკეთების შესახებ. სკოლა შვიდწლედი, მართლაც, გადააკეთეს ახალგაზრდობის სკოლათ. ჩემი უახლოესი მიზანი იყო ამ სკოლაში გამგეთ დავრჩენილიყავი, იმიტომ რომ აქ ბევრი შრომა მიმიძღვის. 9 წელიწადია გამგეთ ვარ; მიყვარს ეს საქმე და შესაფერი ცოდნაც მაქვს. საქმე სხვანაირად დატრიალდა: ამ დღეებში ჩამოვიდა ახალგაზრდა უნივერსიტეტ დამთავრებული აგრონომი, რომელსაც პედაგოგობის იმდენი გაეგება, რამდენი მე ჩინური. ჩამოიტანა ბრძანება შალვა სიხარულიძისაგან, გამგეთ ვარ დანიშნული და ტაბიძე ჩემთან არის მასწავლებლათ ახალგაზრდობის სკოლაშიო და „დასრულდა ესე ამბავი“...
ორი წერილით შევაწუხე ოლია. უთუოდ სავსებით არ გასჭრა „დახმარებამ“ და გამგის ნაცვლათ მასწავლებლათ დამნიშნეს. თუმც ოლია წინა წერილში ასე მწერდა: „Будьте спокойны он (Н.) все сделает, что нужно для вас“...
ოლიას მოკითხვა და მადლობა...

აბესალომი

10 სექტემბ., 1927 წ.