შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 6


ძ. გალაქტიონ!

გისურვებ ყოველივე კარგს.
ჩვენ კარგათა ვართ. შენი ამბავი კი არ ვიცით. რა მიზეზია, ნეტა ვიცოდე, რომ ერთი წერილი ასე გააჭივრე. უეჭველია, აქოურობა სრულებით არ გაინტერესებს. რა ვუყოთ?
უეჭველათ გელით ამ უქმეებზე. შენ იცი, თუ ჩამოხვალ. ფულს გამოგიგზავნიდი, მაგრამ ეხლა ნამეტანი კრიზისია ფულის და სიმონის წამოსვლაც აი ერთი საათის წინ გავიგე. ისესხე, ან შეიძლება შენ თითონ გაქვს, და ჩამოდი ყოველ მიზეზს გარეშე.
თუ ვერ ჩამოხვალ, მომწერე. შეიძლება ვახერხო და რაიმე გამოვაგზავნო ბაგაჟით – შემომითვალე, რა გამოგიგზავნო, თუ არ ჩამოხვალ, და წერილი კი უსათუოდ გამოაგზავნე ორი და ერთს მაინც კი მივიღებ თავის დროზე სამტრედიაში და მეორე – ტობანიერში.

აბესალომ ტაბიძე

2 იანვარი, 1922 წელი