შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 2


ძმაო აბესალომ!

„საღამოს“ საქმე ისევ ჩამიშალეს. ამის მიზეზები, ვინ იცის, რა არ იყო... როდისმე მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით. ეხლა ცოტათი ვერა ვარ კარგ გუნებაზე, მაგრამ არა უშავს რა...
„მეუბნებიან, „ნუ მოგწყენია“,
ჩვენ შეგეწევით, ცოტა დაგვაცა!“

ვნახოთ! სოფელში ვერ მივდივარ... სხვა თუ არა, რ. დათეშიძის გონორარის იმედი ძალიანა მაქვს. საღამო მაქვს სამტრედიაში, საღამო მაქვს ჭიათურაში, ცოტა ხანში ჩემს სასარგებლოდ შინაურულ საღამოს მართავს ერთი კნეინა..
„მეუბნებიან, ნუ მოგწყენია“...
მასწავლებლობა კი ამცდა. კითხვა ყოფილიყო ჩემზე და ერთ წვრილ ცოლ-შვილით დატვირთულ მასწავლებელზე. ორივეზე ბევრი ილაპარაკეს, ჩემზე განსაკუთრებით, იმას მაინც მისცეს, როგორც ოჯახის პატრონს. მეორე ადგილი ავიჩინე და დღესვე თხოვნას ვაძლევ - საბჭოში...

7 მაისი, 1913