შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილი მაკრინე - გალაკტიონს - 2


ფიქრიდან განუშორებელო საყვარელო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პ-დ ვისურვებ შენთვის ყოველივე კეთილს, რაიც ჯობია შენთვის, რომ შენი დედა არ დატანჯულიყოს შენი ჯაურით. მუდამ ამას ვსთხოვ ჩვენ მოწყალე ზეციერ მამას, რომ შენი თავის საქმე კარგათ წაგეყვანოს. გარდა ამისა, ამ აბესალომის წერილს, რასაც გწერს, კარგათ დაუგდე ყური და მარტო შენ ჭკუიაზე ნუ მიდიხარ, ჩვენიც დაიჯერე. ნასწავლი კაცი ტყუილათ უსარგებლოთ ნუ გაარონიეფ შენ დღე და მოსწრებას. არც შენ თავს არგიხარ სასიკეთოთ და არც ოჯახს. თუ არა გაქს საქმეები, იმის ჯავრი არა გაქს, ასთე არ შეიძლება ცხოვრებაში, ნუ იქნები თავის და ოჯახის უსარგებლო. რომ იყავი, იმ სამსახურში ნუ დადგები, თუ უკეთეს რამე საქმეს იშონი, თვარა ერთხანს სახში მოდი და იყავი ეკენის თვემდი. აბესალომც ქე იქნება შინ. აბესალომ თუ შამოვიდეს ამ კვირეში, მე წერილი მომწერე. აბესალომ თუ ნახო ამ კვირაში, უთხარი, წერილი გამომიგზანოს და მეც შამოვალ, საქმეები მაქს და შენც შორ არ წახვიდე, სად გნახამთ, ისიც მომწერეთ ხონში წასულა და ბავში წაუყვანია და უთქვამს, შეიძლება ქუთაისში წავიდეო და თუ ვერ წავედი, შინ მოვალ და მერმეთ წავალო. თუ შინ მოვიდა უწინ, მაშვინ ორივე ერთად წამოვალთ. შენ წერილი გამოატანე სიმონს და ყოველივე მოგუწერე, შენ სად გნახამთ, ისიც მომწერე, რომ დამპირდი, მალე ჩამოვალო და მატყუე. ეხლა, დედა, ჩვენმა ძროხამ ხ. მოიგო. ეხლა ყოლაფერს კი გიშონი, მე ძალიან მაკლია გულს შენ სამსახურზე და ხელის წყობაზე. მაშინ ნამეტანი მოუცლელობა და ხელშეშლილობა მქონდა და ეხლა თუ მოხვალ, აპა, მე ვიცი. აბესალომ თუ შამოვიდეს, შავლარები იყიდეთ, კარგი მატერია შავი დაგაბარეთ. ერთათ ყოველივე მომწერეთ.

შენი ერთგული დედა – მ. ტ.

[1912]