შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილ მაკრინეს - გალაკტიონი - 1


საყვარელო დედა!

როგორც შენ დამიბარე, მე ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გადავდეგი, მაგრამ შვიდ მანეთ ნახევარ ნაკლებ არ დამიყენა და ისიც ამ ერთის თვით, შემდეგში კი რვა მანეთ ნაკლებ ვერ დაგიყენებო. ბინა ძალიან კარგია, მხოლოდ ეს არის, რომ ფულს წინდაწინვე თხოულობს, მე ჯერჯერობით ოთხი მანეთი მივეცი, შენგან გამოტანებულს სამს მანეთს პრისკილეს მოცემული მანეთი მივუმატე. კალოშებს ვერ ვყიდულობ. ხაზეიკის ფული სამმანეთ ნახევარი, რაც შეიძლება, მალე გამოაგზავნე; სხვები აქ წინდაწინვე აძლევენ ორის თვის ფულს.

გწერს შენი შვილი - გალაკტიონი

აბესალომს წერილი გავუგზავნე!

[13 იანვარი, 1908]