შუალედი - დან - მდე
 
 


როდესაც მთვარე ანათებს დღისით


ცაზე მსუბუქი გიგანტის ტვინი,
თეთრი ღრუბლების მიგორავს ზვინი
განათებული ნათელით მზისით,
რა საოცარი ჩნდა მთვარე დღისით,
თავისით ჰქროდა ხევიდან ზენა -
ქარი ნიავით მოჰქროდა მისით.
მარად მკრთალია ლაჟვარდთა ფენა,
როდესაც მთვარე ანათებს დღისით,
როდესაც მთვარე ანათებს დღისით
და სიხარული სცემს გრძნობით თვისით,
არ არის ღამე დედამიწაზე,
როდესაც მთვარე ანათებს დღისით.

[1925]