მიწიშვილი ნიკოლო - გალაკტიონს
გალაქტიონ!
მოლოცვებს, ალბად, ღებულობ და ერთი პირველთაგანი მეც მოგესალმე, ასე რომ, გამეორება არ უნდა იყოს საჭირო. გიორგი მოვა შენთან და მოგელაპარაკება ჩვენი სახელით შენი წიგნის თაობაზე. მოითათბირეთ და შენი აზრი გაგვაგებინეთ.
შენი ნიკოლო მიწიშვილი
[1936 წელი]
გალაკტიონის მინაწერი: „საავადმყოფოდან გამოსული მე“.