შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს ქალი ეხლა...


ეს ქალი ეხლა ორმოც წელს მიახლოებული ქალია, [მე კარგად] როგორ არ მახსოვს მისი მხიარული ბავშობა, და რომანტიული ახალგაზრდობა. იგი შემხვედრია შემდეგ საჩხერეში, ყვარელში, საწულუკიძეოში.
იგი სოციალურად განწირულ კლასს ეკუთვნის, მაშასადამე, ცხადია განიცდის იმავე მწვავე კრიზისს, რასაც მისი მშობელი კლასი.
[ოდესმე] ის [იყო] [მეჩვენებოდა] არის უმაღლესად განვითარებული ადამიანურ ინტელექტის პატრონი; იგი [არ გათხოვდა] ცხოვრობდა როგორც ველური და მოღუშული ძუ-მგელი და ეხლა იცის, [რომ] თუ როგორ ღრმაა და გამოუსწორებელი მისი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა. [ქალი ყველა ქალია, მაგრამ] მარინე სხვა ქალია. მიუხედავად მისი ორმოცი წლისა, იგი დადის თავისი ორი მშვენიერი ფეხით, იხედება თავისი შავზე უშავესი მტკიცედ გამომეტყველი თვალებით (ატარებს კარგად შეკერილ ტანთსაცმელს და სრულიადაც უჭკუო არ არის). პირიქით, ის უმაღლესი ინტელექტუალური კულტურის ადამიანია. მთელი თავისი ცხოვრება მან გაატარა წიგნებთან, გენიალური ავტორების წიგნებთან და როდესაც იგი გამოვიდა თავისი სახლიდან და დაინახა  ნამდვილი ცხოვრება, ქალი შეშფოთდა ამ ცხოვრების საცოდავობით, მოუწყობლობით, სიცივით, სიცარიელით, ტალახითა და ჭუჭყით. ქალი იხუთებოდა იმ ატმოსფერაში, რომელშიდაც სუნთქავდა მისი კლასი, ბურჟუაზიული, უფრო წვრილბურჟუაზიული ფენა, [საზოგადოებრი] რომელსაც „საზოგადოებას“ უწოდებდენ. ცხოვრება, მისი აზრით, ეკუთვნოდა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეებს, გაიძვერებს, ლაქიებს, ფარისევლებს, ადამიანისათვის კი ჰაერი არ იყო. თვითეული უნდა დაეტიოს თავის პატარა ქერქში; იყოს წყნარად, მშვიდობიანად, კრინტი არ დასძრას, რაგინდ საშინლად არ გრძნობდეს თავის განწირულებასა და მარტოობას. ასეთივე იყო ბედი ყველა ნამდვილად გენიალური პიროვნებების, პოეტების, მხატვრების, არტისტების. ყველა ისინი, დამცირებულნი და განდევნილნი, განიცდიან საშინელს მარტოობას, როცა ადამიანი ხდება მგლად, როცა მას ეზიზღება გარშემო ყველაფერი, მაგრამ ენატრება ნამდვილი ადამიანი, და ახალი, ნამდვილი ცხოვრება. ასეთი ცხოვრება კი შესაძლებელია მხოლოდ [რევოლიუციის] კომუნიზმისა და სოციალიზმის დროს.

1. მარტოობა ანდრე ჟიდისა.

[1930-იანი წლები]