შუალედი - დან - მდე
 
 


ვლ. მაიაკოვსკი და ქართული შკოლა...


მაიაკოვსკი დაიბადა 7 ივლისს, 1893 წ. სოფ. ბაღდათში (ქუთაისის ახლო), ტყის მცველის ოჯახში.
ოჯახი [თავიდან ფეხე] მთლად გაჟღენთილი იყო ქართული გარემოცვით.
12 წლის იყო მაიაკოვსკი - როდესაც 1905 წლის რევოლიუციამ იფეთქა.
მიუხედავად მცირე წლოვანებისა მაიაკოვსკი მხურვალედ, მეტად მხურვალედ განიცდის 1905 წლის ამბებს. იგი უახლოვდება იმ წრეებს, [რომელშიდაც მეც ვიყავი] რომელთანაც მეც უფრო ახლო ვიდექი.
მე უფროსი ვიყავი მასზე ერთი თუ ორი წლით.
ეს რევოლიუციური წრე იკრიბებოდა საღამოობით ჩვენს [სახლში] გვერდით, ნაცვლიშვილების სახლში, მდინარე რიონის პირად, მაღლობზე. სახლი გადასცქეროდა მთელ ქუთაისს, ჩაფლულს მთლად მწვანეში..
გალინა გალდავა, ვანო ინწკირველი, კლავდია ტყემალაძე, კოტე ცინცაძე, ვასო კანდელაკი, აგაბო ადეიშვილი, ყველა ესენი ჩვენი სახლის გარშემო ტრიალებდენ.
უკეთესი პერიოდი მიაკოვსკის ცხოვრებისა სწორედ ეს პერიოდია - 1906 წლამდე. არის ყოველი პოეტის ცხოვრებაში პერიოდი, რომელიც „ცხოვლად სულს დააჩნდების“, არაოდეს მეხსიერებიდან არ ამოიშლება, და მთელი სიცოცხლის განმავლობაში წითელი ზოლივით [მოიჭრება] თან მიჰყვება. „В долгу я перед вами, багдадские небеса“, - იგულისხმება აქ არა მარტო ბაღდათის ზეცა, როგორც ჩვეულებრივად ხსნიან, იგულისხმება აქ მთელი მისი ყრმობის დღეები, მთელი ის პერიოდი. მაიაკოვსკი დავალებულია მთლიანად იმერეთის ბუნებით; მაიაკოვსკის ტემპერამენტი - იმერის ტემპერამენტია. მთელი შემოქმედება მაიაკოვსკისა ტემპერამენტია. ჩვენი დიდი მსახიობი ვალერიან გუნია, როდესაც ჩემს ნაწარმოებზე საუბრობს, [ასეთ რა] ასე ამბობს:
„თუ კაცთა ცხოვრებიდან გაჰქრება ტემპერამენტი, ეს ხომ იმას ეგვანება, რომ მთელი ჩვენი სამყარო - დედამიწა საბოლოოდ გაცივდეს და გაიყინოს, მაშინ ხომ არავითარ მცენარეს არ შეეძლება მასზე ზრდა და გახარება.
გაციებულ სულსა და გულში მხოლოდ ჯოჯო ხარობს, ხავსი და ეკლნარი იზრდება.
ტემპერამენტის დაკარგვასთან ერთად უნდა გაჰქრეს ზეგარდმო ნიჭიც და უმაღლესი უნარიც, სამუდამოდ მოისპობა აღმაფრენა, აღტაცება და აღტკინება.
მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება უტემპერამენტოდ, ურჯულოდ, უტრაღედიოთ, უვიშოთ, ულოცვოთ და უიაჯოთ...“

[1930-იანი წლები]