შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-538-10 - 1943 წელი


გამოფენისათვის
1892-1917.
ქვემო იმერეთი: რიონის ჭალა. დედა-ენა. სახლი რიონის პირად. ციტატა „ივერიიდან“. მამის წიგნებზე. ძველი წიგნები. დედის სურათი. ჩემი სურათის აღდგენა.
ქუთაისი: ნანგრევები. სასწავლებელი. რიონი ქუთაისში. თეატრი. მელიტონ ჩოგოვაძე. ქართული ორნამენტის ნიმუშები. ილიუსტრაციები ლექსისთვის „გმირული ნანგრევები“.
ტბილისი: სემინარია. პრესის ქ. („ახალი კვალი“ და „ამირანი“). 1908 წ. თანამშრომლობა - 1908-1914 წ.წ.
წიგნის გამოცემა: 1914 წ. რეზონანსი. ყდა წიგნისა. თემატიკა პირველი წიგნის (სურათები გ. მესხის და სხვ. ნახატები). საღამოები საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში (პერიოდი მეორე წიგნამდის: 1915, 1916, 1917, 1918 წ. წ.).
„მთაწმინდის მთვარე“: „ყანწები“. პირველი თარგმანი ბობიროვის. სურათი „მთაწმინდის მთვარე“ (კ. სანაძე დახატავს), „მერი“, „მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“ და სხვ.; ვანო სარაჯიშვილი.
1917 წ.: მიტინგი ქუთაისში. მე მიტინგზე. ხალხის აღფრთოვანება. მოსკოვი. პეტროგრადი. საღამო მოსკოვში ლადო მესხიშვილის მონაწილეობით. დ. არაყიშვილი. კრემლი. სმოლნი. დალანდი. მეორე წიგნი.

1917-1943.
1. წიგნები: ჯონ-რიდი და სხვ.
2. „მნათობი“ - ჟურნალი იხსნება ჩემი ლექსით.
3. 1933. იუბილეი.
4. დიდი წიგნი. „რეზონანსი“.
5. პარიზის კონგრესი.
6. მუშაობა მწერალთა კავშირში.
7. მთარგმნელები და თარგმანები.