შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-158 - 1943 წელი


Галактиону - поэту Грузии от одной дамочки.

ჭკვიანი კაცი ჯერ უნაგირს შეიძენს და შემდეგ ცხენსაო.

3-22-01 - თოფურიძე. 3-17-70 - ხაბურძანია.    

„კაცმან კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს“ - გაბრიელი.
22/VI-43. სიმონისაგან გავიგონე <ამი>.

ლირიკის შესავალი 78. ლირიკის მა... 270.
გვ. 31. გვ. 33.
77 + 8 + 110 + 270 = 535.

„ტობოი ოჩაროვან“.

1205 კ.

„კავკასიონი“.
01. კავკასიის ჯარს. 02. გმირული ნანგრევები. 03. არაგვი. 4. ჯიხვი მთაზე - 77. 5. ლილე - 110. [6. ასვლა იალბუზზე. 7. მთის გულისცემა. 8. ელგუჯას დაბრუნება. 9. ძაუგთან ბრძოლით. 10. ცხვარი ჩრდილო კავკასიდან გადის სვანეთში. 11. ადგილები პოემიდან]. 1206.
12. ბოროტი ძერა... 13. აგროვეთ ძველი რკინეულობა.. 14. დილა მთებში. 15. ჩვენ ერთნი ვართ - თუმც სხვადასხვა. [16. მღერის ჭადარი (აწ.). 17. ეს სიმღერაა საქართველოსი. 18. შოთა რუსთაველს! 19. ეს სიმღერაა კავკასიონის]. 20. აჰა, საცაა დაიძვრის გემი. 21. წითელი ჯარი კავკასიონთან. 22. ორი არწივი (პოემიდან). 23. სად არის ევა? (პოემიდან). [24. ქართული ჩუქურთმა]. 7 ლექსი.

* * *
მშობლიურ ჰანგებს დაუგდე ყური:
არაგვის, თერგის, მტკვარის, რიონის -
[გესმის აღელვებული] რაღაც გმირული გესმის ხმაური? -
ეს სიმღერაა კავკასიონის!

[მოსკდენა] მორღვევა მთიდან მეწყერის [ზვავის] ავის, -
და გადალეკვა ლამაზი ფონის -
გესმის გრიალი მომსკდარი ზვავის?
ეს სიმღერაა კავკასიონის -

თავისუფლების მოყვარულ ერებს -
[რომ] [თქვენ] ეს არ სჩვევიათ და დახრა მონის -
ტყე რომ იმღერებს, [მთა] გზა რომ იმღერებს -
ეს სიმღერაა კავკასიონის.

[გამარჯვების გზა] აქ ერთა ძმობა, დროშას სწერია -
არა ლაჩარის და არა მონის -
თუ რამ სიმღერა მე მიმღერია,
ეს სიმღერაა კავკასიონის.
1943
გ. ტაბიძე

* * *
მგზნებარე ხელით ჩართულს, გადართულს,
რით კაცი გულში ხანჯალს ჩაიგებს -
ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს -
ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.

*
Ольга Юрьевна!
Был - но не застал Вас. К обеду не могу притти. И до 9 часов вечера – не могу быть дома на ул. Жореса.

* * *
ტოლსტოი "აღდგომას" გაზაფხულის ბალახის ენერგიული აღმოცენებით იწყებს: რა ხელის შემშლელი პირობები არ იყოსო, ქვები, ყამირი მიწა, ბალახი მაინც იჩენს თავს სადმე, ის სადმე მაინც მოახერხებს აღმოცენებასო.

*
მართლაც:
„და მიხარია,
              რომ საფლავითა
დასძლიე მტერი!“
უცნობ. ავტ.

*
პოეზია - საწყაოა ერის სულიერი  ღირსებისა.
ვ. ჰიუგო
შაირობა - რუსთაველი.

*
Мой пес, может быть в два три дня <повоет>. Но потом <уж> накормят. Меня ж укусит у ворот <...>.

*
<სას...ში>. წ. 1903.
ლევან წერეთელი. აქ იყო.

ადე, ადე, კარში გადი,
შე წყეულო,
           შე იუდა,
ცარიელი მიუტანე -
შენს გამომგზავნს
          შენი გუდა.

აქ ყოფილა, <გვი...> ჰგონია, რომ ვიტყვი რამეს. არ ვიტყვი, არა, და რომ <ვ...> მე არ აქ <მომ...>, და ამასაც კი იტყვიან, რომ ყოფილა <...> და ბევრი ჩვენისთანა იმათ გზას გაემგზავრა.

დათიკო მხეიძეს
ჩემო დათიკო, მიიღე
უტკბესი, ძმური სალამი,
კახეთში გაჭრილ გივარგის
ხვდებიან სუფრის ალამით!

ჭიქებს კი არა, ჯამებს ვცლით
მარნიდან მარანს ვაბიჯებთ;
ვაჰ, რომ გულს და თვალს აკლია
გალაკტიონი, ტაბიძე!

ვერა, ვერ ვეტყვი ალავერდს
ვერც ვასო ტოტოჩიასა,
ენამახვილს და გონიერს,
მოლხინეს, გულით ღიასა.

ახ, ნეტავ თქვენც აქ გამყოფათ,
თავს ვხდიდეთ ქვევრებს ლხენითა
და ვჭექდეთ მრავალჟამიერს
ჭერში ქუდების ფრენითა.
ლაგოდეხი, 1943 წ.
ე. ქურაშვილი

*
........................................................
სჯობს, რომე ღვინო დავლიოთ,
ომამდის სისხლად იქცევა,
მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.
ალ. ჭავჭავაძე

*
შარლემანს დიდათ მოეწონა ეს სურათი - საინტერესოა. უნდა შევინახოთ კლიშეო. მან.

61-90 - ვასო ჩიტაიშვილი.
სამშაბათი. ცინცაძე ეპიფანე გიორგის ძე. ერისთავის ქ. 14. საღამოობით.
ტფილისი. რუსთაველის 34. პანტელეიმონ შარაბიძე.
მარტყოფი. საშუალო სკოლა. შკოლის გამგე.
შოთა რუსთ.
კოხრეიძე (გამომძიებ.). ხოფერია (პროკურატორი). ტარასი კუტალაძე. 3 თვე. შევჩენკო 18. გაუსაჩივრებია.
3-69-67. Орджоникидз. Район.

*
ვიცნობ ბავშობიდან. 1905 წლიდან. ზოგი საკუთარ ძმას [შესა.] ისე არ იცნობდეს, როგორც მე მაგას. იშვიათი პატიოსანი და ზრდილობიანი ადამიანია. განვლილი აქვს მძიმე გზა ხელზე მოსამსახურისა. სასტუმროებში, რესტორნებში, მაგრამ ყველა მაგისი მადლიერი იყო. იშვიათი ზრდილობის და პატიოსნების ადამიანია. არაფერი მაგაზე არ ირიცხება სხვა. ეს პირველი შემთხვევაა და ცოდვაა ადამიანი. მე მგონია, არ ღირს ამ საქმის გაზვიადება და ამის სათხოვნელად მოვედი. სასამართლოს გაუნთავისუფლებია და ეს გამომძიებელი მაინც ჩააცივდა (ოთხი თვე იჯდა და მე მგონია, საკმარისია).

*
- პატარები კარგია, პატარა ჭირია, გაიზრდება, დიდი ჭირია!

*
დელბა  („ბოლშ.“ №12-4).
„ბელორუსიამ დაბადა ისეთი უდიდესი ჩვენი თანამედროვე, უდიდესი საბჭოთა პოეტი იაკუბ კოლასი. ქართველმა ხალხმა ბრძოლით მისცა - სტალინი“.

*
ციმაკურიძე ალ., მამალაძე შალვა, გაბაშვილი ს., მამალაძე ი., ქუთათელაძე აპ., ნადარეიშვილი ს., ქუთათელაძე დ., თოიძე მოსე, მეტრეველი შალ., დავ. წერეთელი, შტენბერგი ი., თევზაძე ა., გველესიანი დ., მაღალაშვილი ქეთო, უჩა ჯაფარიძე, ი. ვეფხვაძე., მ. მიქელაძე - ბა., მაისაშვილი, ძნელაძე, ზდანევიჩი, მერაბიშვილი კ., კანდელაკი კ., მოქ. მიქატაძე, კოდჟოიანი, ბრაილოვსკაია, ბელეცკაია, დოვგალი, ჩერნიშკოვი, გულია გ., კაკაბაძე ს., მოქანდაკე თავაძე რ., ნატაშა ბაკურაძე, ვოვჩენკო, ფოფხაძე ნ., ბერუჩევი ლ., მაჩაბელი ე. ზ. (მოქ.), თოფურიძე ვ., ნიკოლაძე იაკობ, გ. ჯაში, რომანოვსკი, ბლიოტკინი, ბაჟბეუკ-მელიკოვი, კიკნაძე კ., ჯაფარიძე ვ., თამამშევა, გუდიაშვილი, ზაზიაშვილი, აბრამიშვილი, გიორგაძე კ., გიგოლაშვილი, თოიძე ირაკლი, გულისაშვილი გ., გრძელიშვილი, ხუციშვილი, ბაგრატიონი ვ., სანაძე კ., კეშელავა ვ., ახვლედიანი ელენე, მაყაშვილი შ., აბაკელია ტამარა, ელენე ახვლედიანი, ქუთათელაძე დათიკო. 60  худ.
მესხი გრიგოლ, ჩუდეცკი თედორე, ვადბოლსკი.

Юрий Михайлович Карский - თარგმანები.

1943