შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-8 - 1921 წელი


რვეული 1921 წლისა.

*
ძველი რომი (მოთხრობა).
იულიუს კეისარი (მოთხრობა).
კორნელია, გრაკხების დედა (მოთხრობა).
სერვილია (მოთხრობა ძვ. რომის ცხოვრებიდან).
ფიცი ეროსის ტაძარში (მოთხრობა).
ოჯახური მყუდროება, სიმშვიდეს ვერ ანიჭებდენ (მოთხრობა).
კლეოპატრა (ძვ. რომიდან).
გლადიატორი (მოთხრობა).
პანოპტიკუმი (მოთხრობა).
ვერსალი (მოთხრობა).

Минимальная польза при громадном обороте.

*
ტომი მესამე. მანიფ. მუსიკალური. შემოდგომა. ვ. მესხიშვილი. „აუ“.

აუზი - სასაფლაოსი, „ნაუ-ნაუ-ნაუ“. დაო, დედაო. გადაუარ, სადაურ, ბედაურ, ჰაუუ! მარაო, [მორევი,] აურ-ზაური, მეზღვაურს, დანაშაული, და არაქაურს, არარაობა, აგონია, ხმაური, უყოველთაო, [კაიშაური,] გობოი, გაუსობს, გაოცებს, საუკუნე, აუვსო, [გად]აუქცევს, ყრუ, [მოურავს,] [უამესს,] კაინს, არაოდეს, დღესასწაული, აღარ დაუცდი! დაურიგები, ქეიფი, გაურხევს, აჰა, ნაომარი.

Меланхолия. [მელანხოლია.]

*
ბრძოლა ღმერთთან.
ინტერნაციონალი.
მარსელიეზა.
ჩვენი პლანეტა.
რკინისა და მარმარილოს ბაღები.

ტრიბუნაზე ძლივს ადის მოხუცი მუშა და ყვირის:
- სიტყვა მომეცით, ამხანაგო, მომეცით სიტყვა!

წითელი ქუჩა.
Сбылись несбыточные сны.
სიმკაცრეა:
„Во имя нашего завтра - сожжем Рафаэля. Разрушим музеи, растопчем искусства цветы“. რეცენზენტი ამბობს: ეს ფსიხოლოგიაა.. სალდათის და არა მუშისა. Солдат более реш. Со...
ბასტილია..

*
პირველადვე დაისვა საკითხი - რა სახის, ასე ვთქვათ, რა მიმართულების უნდა ყოფილიყო აკადემია. ჰქონოდა მას სახე მართლა აკადემიური, თუ იგი ყოფილიყო ბუნტარული (უმთავრესად იმავე აკადემიზმის წინააღმდეგი), არც ერთის, არც მეორეზე დათანხმება, ჩემის აზრით, არ შეიძლებოდა: იგი ვერ იქნებოდა აკადემია: 1. უმეტესობა იქ დამსწრეთა წინააღმდეგი აღმოჩნდა თუნდაც ანბანიდან დაწყებისა; 2. საქართველოში არ იპოება ლექსის მცოდნენი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება (პირადათ მე ამათ რიცხვში ვაქცევ გრ. რობაქიძესაც) ლექსის შესახებ; 3. მესამენი [წინაა] არც ისე აუცილებლად თვლიდენ რაღაცა ამფიბრახებისა და იამბიკონების [შესახებ]  გამო სერიოზულად დროს დაკარგვას (აქ პაოლო იაშვილმა სამართლიანად თქვა, რომ უმეტესობა უნიჭიერესი პოეტებისა ანგარიშს არ უწევს, ზოგი სრული შეგნებით, ზოგი შეუგნებლად, ასე თუ ისე ზედმეტად თვლიან ამაზე დროს დაკარგვას). პირადათ მეც ვიცი, რომ თვითონ პაოლო იაშვილს არაფერი არ გაეგება ამ წყობისა, მარა ეს სრულიად ხელს არ უშლის იყოს პოეტი. ამნაირ გარემოებებში მოქცეული „აკადემია“ - რა თქმა უნდა, აკადემია ვერ იქნება. მაშ, როგორი უნდა იქნას მუშაობა? მიმართული ამ აკადემიზმის წინააღმდეგ - ბუნტარული? რა თქმა უნდა, ვერც ასეთი იქნება... წინა ლაპარაკიდან გამოირკვა, რომ [აკადემია]  ჩვენ სრულიად არ მოგვეპოებოდენ ლექსის მცოდნენი, უკანასკნელ ხანებში არ ყოფილა არავითარი ცდა ლექსის პრობლემაზე, მაშასადამე, ამ დარგში არ შექმნილა რაიმე თეორეტიული ღირებულება, აკადემიური ხასიათის. და თუ არ შექმნილა, არ ყოფილა, არ გვაქვს, რის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს ამ ბუნტარულმა მიმართულებამ, რა მოწინააღმდეგე ძალას უნდა შეხვდეს იგი, რას უნდა დაეყრდნოს? კარგი, ვთქვათ, ვეყრდნობით თანამედროვე რუსეთის პოეზიას, მაშინ საკითხი დაისმება უფრო სხვანაირად. ეხლა კი გამორკვეულია, რომ ამ სახისაც არ შეიძლება იყოს ქართული ჯგუფ-პარტია.
ჩემის აზრით, ერთი გზაა: ეს არ იქნება არც ძველი აკადემიზმი, არც უახლოესი ფუტურიზმი.
ყოველგვარი სისტემა ამ მუშაობაში არ-მისაღებია.
სახე ამ დაწესებულებისა უნდა გამოაშკარავდეს თანდათანობით და არა ერთბაშად, ეხლავე ვიძახოთ, ესა თუ ისა.
„აკადემია“ - არავის არ მოსწონს ეს სიტყვა და იგი თავისთავად გახდება და მუდამ იქნება დაცინვის და მასხრად აგდების ობიექტად..
ეხლა:
პ. იაშ. - იგორ სევერიანინმა სთქვა (იგი ხომ აუცილებლად დიდი მუსიკალური პოეტია), რომ მას არაფერი გაეგება ამფიბრახების.
ტ. - სევერიანინი კრეტინია და უნიჭოო, ამას ამტკიცებს ბრიუსოვიო? (თვითონ ბრიუსოვს ერთი წამით არა აქვს უფლება ასეთი ტონით ელაპარაკოს სევერიანინს). რატომ არა აქვს უფლება? ბრიუსოვი და სევერიანინი სხვადასხვა პოლიუსების ხალხია. რა ვუყოთ მერე? პრინციპიალურად მე არ ვაყენებ საკითხს, მაგრამ ფაკტია, რომ ისინი ვერასდროს ერთმანეთს ვერ გაუგებენ... [პატარ-პატარა]  დიდი-დიდი კომპლიმენტები, რომელიც ერთმანეთს უძღვნეს, აღმოჩნდა მხოლოდ კომედია, ბოლოს ორივემ ნიღაბი მოიხსნა, ერთი რიგიანად მილანძღეს ერთმანეთი. თუ აქ გასავალი აქვს ერთი მხარის აზრს (ბრიუსოვისას), სერიოზულად ვამბობ, რატომ არ უნდა გაეწიოს ანგარიში მეორე მხარესაც (სევერიანინს).. სევერიანინს ბრიუსოვი კრეტინს უწოდებს, არა? სამაგიეროდ ბრიუსოვს სევერიანინი შურით სავსე ადამიანად ნათლავს, მაშასადამე, ეს მისაღები არაა, რასაც იქ რაღაცას ბრიუსოვი ამბობს. პირადათ ჩემთვის უფრო საინტერესოა ყოველთვის და დასაჯერებელი უფრო ის, რასაც სევერიანინი იტყვის ბრიუსოვზე, ვიდრე [სხვა. ეს ასეა]  მეორე პირველზე. ეს ასეა..
მოვიდენ თუ არა აქ... თვითონ ინიციატორებს ემჩნევათ დაბნევა... მათ სრულიად არაფერი არ იციან საქმის, როგორ მოხდა ისინი გამოდიან ჯგუფის სახელით, მაგრამ მთლიანობა ჯგუფისა კი არა აქვთ: გრ. რობაქიძე ამბობს, მე ვართაგავასთან ვერ ვიმუშავებ. ტ. ტ. ამას შესაძლებლად ცნობს. რობაქიძე ამბობს: რომ საქართველოში მე ვერავინ მაჯობებს ლექსის ცოდნაშიო, პაოლო იაშვილი უპასუხებს, რომ საქართველოში აღმოჩნდებიან; ტიციან ტაბიძე აცხადებდა აკადემიას, ალი არსენიშვილი წინააღმდეგი ყოფილა, რობაქიძისთვის ეს სულ ერთია, იაშვილი სავსებით უარყოფდა რაიმე აკადემიურ მუშაობას... ასე და ამგვარად, ჩვენთვის ჯერაც გამოურკვეველია: ინიციატორები არიან ცისფერი ყანწელები თუ ჩვენა ვართ ყველანი. ე. ი. მე მინდა ვთქვა: აკადემიას აარსებენ ჯგუფის სახელით, ჯგუფური მიზნებისთვის თუ საერთოდ ქართული პოეზიისთვის. აი აქ ემჩნევა არევ-დარევა, უთანხმოება და დაბნევა ინიციატორებს. რობაქიძე ვერ ერკვევა იმაში: რომ ლექსის ლაბორატორია ასეთ აკადემიებში არ შეიძლება აქ შეიქნას. მიკროსკოპებით შეიარაღებული პოეტი არასდროს თქვენთან არ მოვა, თქვენ გენაცვალეთ, მასწავლეთ რამე, უცოდინარი ვარ. აქ ყველა მცოდნეა ლექსის და არავინ უცოდინარი.. მე არ მესმის ასეთი ტონით ლაპარაკი. მე პირადათ იმ აზრის ვარ, რომ ცისფერ ყანწელებს მოუხდებათ ასეთი ლაბორატორია, რადგან თანდათან ირკვევა, რომ მათ არაფერი არ სცოდნიათ. თავიანთი არცოდნა ჩვენ უნდა მოგვახვიონ თავზე და გვიკიჟინონ, რომ არაფერი არ ვიცითო, თუ არ იმეცადინებ, თუ პოეტი არ ხარ... [ამ თქვენს] მე ყოველთვის დიდის სიამოვნებით ვივლი ამ კრებებზე, მაგრამ არა რაიმეს შესწავლის მიზნით. შესასწავლად და ლაბორატორიისთვის მე ჩემი ბინა მაქვს, იქ უფრო გაცილებით მეტს ვისწავლი, ვინემ უცოდინარებისაგან. ამნაირად. აზრი ნათელია: თუ აკადემია იხსნება ც. ყ. ჯგუფური მიზნებისთვის (რის ტენდენციასაც, თუმცა ნათლად არა, მაგრამ მაინც ვამჩნევთ), მაშინ იგი არ იქნება არც ბუნტარული, არც აკადემიური და არც იმ ხაზის, რომელიც მე წეღან აღვნიშნე. ამნაირად, სასურველია, გაიხსნას აკადემია, მაგრამ როგორც კი შევამჩნევთ, რომ იგი ტენდენციურად იხრება...

1. გამოირკვა, რომ [ვერ დაერქმევა] არ არის აკადემია, მაშ რა უნდა დაერქვას; თუ თანახმანი არიან, დაერქვას აკადემია იმას, რაც არ არის.
2. დაერქვას ყველა ხაზები, ყველა მიმდინარეობა.
3. მე არ ვიცი, რა არის ცისფერი ყანწების მიმდინარეობა. მე ვიცი უფრო მშობლიური ტრადიცია.
4. ბიოლოგიურად ვერ ვისმენ რაღაც არაპოეტის დარიგებებს (გულზე მეყრება ხოლმე).
5. პოეტები, მაგრამ იქ ნაკლებად იყვენ გულწრფელი პოეტები.
6. რამეში უნდა ჩამოისხას, გამოიხატოს ის ენერგია, რომელიც ჩვენში არისო, ეს მართალია, მე ამას სავსებით ვეთანხმები.
კ. მაყაშვილმა ვერ მოახერხა - ძველი შკოლის რატიფიკაცია.
იქნება პავლე ინგოროყვა და სხვ.
მუშაობა იქნება საინტერესო.

І
ეუცაბედა - მეზარაფედა.
მსოფლიომ გაბედა. მსოფლიო აყვა ორკესტრს, და აღელვებული თვალს არ აშორებს გენიის [ხელის გაქნევას]  სახეს.
ეხლა იგი - შეიშველიოს, დაელიოს, კაელიოს.
ანგრევს რეიმსს, რკინის მესსია.

ვერონიკა, ზინაიდა, კლეოპატრა, ლარისა, ტატიანა, მერი, ოლია!

*
იგი ინგრევა... იგი ეცემა... მსოფლიო...
გადავხედოთ წარსულს და გადავძახოთ: უარგყოფ! (არარა მჯერა შენი).
მილიონი თვალებით შევხედოთ მომავალს და ხმამაღლა, ერთხმად: ვაშენებ! ვქმნი!
- ჩვენ ყველანი ვქმნით, ვმუშაობთ!
მოვეწყოთ ადამიანთა შერენგებად ათას ვერსებზე, ურალის მთებზე.
წავიდეთ ფოლადის ბრბოებად უელსის მადნებში.
დავაგრიალოთ ძლევის გიმნი რეინის ქარხნებში.
ტრანსვაალელნო; მთებზე.
ჩიკაგოს მეხანიკებო, დაათავეთ თქვენი საოცარი ხიდის შენება.
გაუშვით მასზე მატარებელი, იგი ამღერდება, როგორც ქნარი.
შემდეგ კი მხიარული მარშით გასწით კრებაზე, მსოფლიო კრებაზე.
ევროპის საუკეთესო მოედანზე.
მივრბივართ, სულს ძლივს ვითქვამთ!
დასძახეთ ერთხმათ: საყვირები, ადამიანები, ამღერდით ქვის დამბებო, - ისწავლეთ ერთი წამით მაინც დაცხრობა (დამშვიდება, ხმის გაკმედა).
ასწიეთ ხელები, მუშა-მეხანიკებო!
პოლიუსზე შექმნილია აივანი. მთებს [იქეთ] ზეით - მაღლა.
იქ ჯადოსნებია.
ზაფხულობით პოლიუსებზე ღამეები არ არიან, შავი აივნები, როგორც ლანდები, დადიან ცის იქით და სდგებიან შავ მირაჟებად გახურებულ სახარაზე.
უფრო ძლიერ... უფრო ძლიერ...
ვამსხვრევთ...
ვამტვერებთ...
ვახურებთ.
- ეს სახლებია?
- სახლი სახლზე, სვეტი სვეტს, კარები კარებს, უფრო მაღლა, ცას იქით, ვარსკვლავებამდე!
- ეს შახტებია?
- ლავამდე, დედამიწის უმხურვალეს შეშლამდე, უგონობამდე. ვთხრით.
- თავადთა ქალაქი... სასახლეთა ბრბოები.
ეხლავე გაანადგურეთ. ჩვენი გეგმით აქ გადის ხეივანი გარშემო ალუბლის ბაღებით, - გადის მთელ ევროპაზე. მატერიკზე გასეირნება ცუდი არ იქნება დაღალულთათვის.
- აქ ტბებია?
- ხუმრობის დრო არაა. გათხარეთ იგი, დააშვრეთ, დადგით დომნები, გაკაფეთ ტყეები.
- რა უცნაურობაა.. ეს რა ქვიშა ყრია... რკინის გზა.
- გადადგით იგი ას ვერსზე.
მაგრამ ჩუმად: ღვთაებრივი წამია: ვიცვამთ სამუშაო ხალათს.
ერთი წამით მთელი მსოფლიო გუგუნებს.
ერთი წამით.

*
Тайное сродство.
1. ნელ-ადის - ელლადის.
ვედრება - გადათეთრება.
2. შორის - ერთიმეორეს.
ხმაურს - უცნაურს.
3. გენერალივით - ხალიფის.
შადრევნებით - ნაადრევნებით.
4. ქვევით - ხვევით.
ფარატი - მარადი.
5. მტრედი - სამხრეთი, (ნამქრეთი), ბედი, პორტრეტი.
რიგი - იგი.
6. ატომს - რატომ.
საგანი - ღვთისაგანი.

ათინელი.

*
 [მოდიან]  თავის ქალა და ცხვირის ბოლო,
წითელი ....................................... ვარდეთი,
ზამთარს თავისი გამოყავს სოლო,
როს ოთხი დროის არის კვარტეტი.

*
 „Курдгелаури“. „ის“.
კიკეთი - სიკეთე.

რად ხმაურობენ საცოდავი ჩემი მტრები...

*
ვარ თუ არა მე დიდი პოეტი,
ეს სულ ერთია.. ყველა მტერია.
ვისაც სურს ჩემი განადგურება,
გავუსწორდები... არაფერია.

სურათი უნდა გათავდეს მალე.

*
სულო, დღეს იმხიარულე,
[არ ვიცი, აბა რა გელის]
ხვალ აბა რაღა გელისა...

*
მიაქვთ თავისი ჩონჩხიანი ზურგით ეს საშინელი სიმძიმეები.

მდიდარი რითმები შემოიტანა აკაკი წერეთელმა. „საიდუმლო ბარათო!“

*
დასტოვა გჲოტემ [ამღელვარების] [ტირილი]
            [ზარი] [ზუზუნი]  ქარის
[ხანში] იმ დროს, როდესაც სტიროდა ხანი -
და დასავლეთის შექმნა „დივანი“,
ეს ოაზისი მრეკავი ქნარის.
 
*
დიფერენციაცია. Аспазия. ანუ კალიპსო. ცხედარი.
В постыдное оцепенение.
Кунсткамера твоя была безукоризненного нового значения и имела только то предназначение...