შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-6 - 1921 წელი


1921. აპრილი. ტფილისი.
 
Ложа თეოსთვის.
Рафалович.
15-17 - გერონტი ქიქოძე.
კოტე მაყაშვილი. ვ. ხუროძე.
საღამო დაგეთმოსო.
მიხა აბრამიშვილი. № ხელოვნებისა.
დადვაძე. პლაკატი.
ელო. „მერი“.
ჭიაურელიდან განვთავისუფლდი.
კლუბში საჭიროა ორი აფიშა. პლაკატი - კარგი.
ელეგია - მასსენესი.
არჩილ რუხაძე. კარა დარვიში.
ხარიტონ ვარდოშვილი.
გერონტი ქიქოძე. ლექცია - ჩემთან. ალის წერილი.
ლექსი. 1. პორტრეტი. 2. შეწირვა. 3. ანბანი. 4. ორიგ.
აბაშიძე. ბალანჩი.
 
Увертюра - თამარ ცბიერისა. მელიტონ ბალანჩივაძე. Исполн. оркестр.
ქართული მარში - მელიტონ ბალანჩივაძე.
„ცირას სიმღერა“ - მ. ბალანჩივაძე.
სოლო - ხორო. 5. 0.

В воскресенье: ბალანჩივაძე, აბაშიძე, სარაჯიშვილი.
Иона Брехничев. 3 вагона литературы

25 მარტიდან - 2 აპრილი.
ტფილისი ცოტათი გამოცვლილა. კომუნისტები რეპრესიებს არ ხმარობენ. ჩვენთვის მოუციათ დიდებული „ხელოვნების სასახლე“, მხოლოდ ძლიერ მაფიქრებს, რომ ამ სასახლის №არის 13.
მე დროებით ვცხოვრობ აქ.
მიმიღეს სიმპატიურად.
ვერ ვნახე პოლიო კაკაბაძე, მაგრამ სხვები აქ არიან.
ბარონი გამგეა მთავრობის საქმეთა. მიშა სურსათის კომისარია. გავიცანი მთავრობის მდივანი ს. გაბრიჩიძე; არჩილი შრომის კომისრის ამხანაგად არის და ამასთანავე ბევრ სხვანაირ მუშაობას ეწევა. დ. ჭიპაძე - საზღვაო „სვიაზის“ უფროსია. იყო აქ ტფილისის რევკომის თავმჯდომარის ამხანაგი, იყვენ სხვა პირებიც. ყველა ესენი ძალიან სიმპატიური პირებია.
მომავალში უნდა გავმართო საღამო სახელმწიფო თეატრში, რომელიც ცოტაოდნად გამოაკეთებს ჩემს საქმეს. ამბობენ, შესაძლებელია წიგნების გამოცემაცო.
ვნახოთ.
კვირას არის არჩევნები ხელოვანთა კომიტეტისა.
ყველა ხელოვნები აქ არიან. მთავრობა დიდი ყურადღებით ეპყრობა მათ.
უთუოდ არც მე დავიჩაგრები.
რანაირი იქნება ჩემი მომავალი მუშაობა, ჯერჯერობით სრულიად არ ვიცი.
იქნება - კი.
სალამი ჩემს ბრწყინვალე მომავალს!
მე მასში ოდნავი ეჭვიც კი არ მეპარება.

*
კ. მიწიშვილმა მასესხა 5.000 მანეთი.
ა. ია... 14 ბოთლი.
სოლ. მათხოვა „პროლეტკულტები“.
სამკ. „Совет. Календ“.
კ. გ.

ხოდოტოვი. მითხრა: если буду, то с удовольствием. მიდის პეტერბურგში.
სტუდენტების კორპორაცია.
შალვა დადიანმა დამპირდა, მიშა ლობჯანიძემაც.

*
მიშა ოკუჯავა - გოლოვ. პრ. 19.
10 საათზე - კრებაა.
ვასო წივწივაძე. ჩეკას კოლეგიის წევრი.
ვერა შავერზაშვილი - გუნიბის ქ. №51.
ბაბილინა - ვაკე. სახლი ჟდანოვისა.
გიგლა მებუკე - მუშათა სასახლეში.
ძიძიგური - გრუკავროსტაში.
ზარდალოვი თეატრში.
რამდენი, რამდენი ახალი ხალხი გავიცანი.

ქნარი - ერობაში.
ზინო - ცეკაში. ზინო - სილიკოვი.

*
25. 000.
ხვალ:
1. ან დამიბრუნონ წიგნები, ან ფული.
2. თეოსთან ერთად წასვლა.
3. სახელმწიფო თეატრში - საღამოს აღება.
4. დასესხება ვისმესთვის ფულისა (წინდები).
5. წყალის მომარაგება.
6. გაბუნიას შაქრ. და პაპ. აღება.
7. გარეცხვა ზოგი რამისა.
8. ოთახის შტეპსელი, სკამი.
9. თუ საღამო ავიღე, შოვა ფულისა მისი ხარჯებისთვის.
10. მიშა ოკუჯავა ჩამოვიდა თუ არა? ფილიპე მახარაძის ნახვა საქმისთ.
11. მხატვარი მამალაძე.
12. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სუბუქად.
13. პიანინოზე დაკვრა.
14. თეო კეკელიძე.
15. საჭიროა არ დამასწრონ საღამოზე. თუ სახელმწიფო თეატრში არა, საღამო გაიმართება ხელოვნების სასახლეში, ან სხვაგან. სჯობია ხელოვნების სასახლეში - საღამო, სეირნობა.
(მაშინ უნდა მოეწყოს სტილისტიური საღამო).
1.000 მან. 2.000 ბილეთი. 2.000 000 - მილიონი მანეთი.
ბილეთები დაეგზავნებათ დაწესებულებათ და სხვ.
თუ საღამო მოეწყო ხელოვნების სასახლეში - საღამო უნდა იქნეს ინტერნაციონალური.

სხვის ავზე. აავსე.

ეპიტაფია
გიორგი ქუჩიშვილის ხსოვნას

დღეში ათასჯერ გიყვარს ღვინის სმა,
ცხოვრება გათრობს, როგორც თილისმა.

*
 „ინტერნაციონალური“.

გიმნი. ქნარი. [იოსებ.] მომღერლებმა.

თეატრი აღებულია. დახმარებას დამპირდა რედაკტორი კომუნისტისა.
შალვა დადიანი დამპირდა არტისტებს.
წიგნები.

*
Поэтом можешь ты не быть,
Но гражданином быть обязан.

*
Безконечно нудно буравит свою собственную душу (Надсон).

Interier მე-60 წლებისა.

ნაძვის სვეტები. ლიმონები.
ხარისფუხი.
ცხრა სართულიან სიტყვით გინება.
რტოები მთვარის.

[დაკარგული] ვენერას ხელი
[იქ, სადაც] ძველი მხურვალე ელადის მზერა,
მწველი ელადის მსუბუქი ლავა,
ქაფისგან იშვა იგი ვენერა...

*
[ოქროს ხომალდი.]
[ლიტერატურული მანიფესტი.]

მონასტერი

მე [მომენატრა] ლაჟვარდი შენი.
[ანგელოსები] სერაფიმები არღვევენ ჰაერს,
წმინდა არს,
წმინდა არს,
წმინდა არს...

*
Во французском отд. новая поэзия начата Бодлером, вопреки установившейся традиции начинать ее Теофилем Готье.

* * *
[თვალში ღამე მიყურებს...]
გულში ღამე სუფევდა, თმაში თეთრი მერია,
[ბევრი მახსოვს შეცდომა... მაგრამ, არაფერია!]
მაგრამ მუდამ ვამბობდი: წყნარად, არაფერია!
[ყველაფერი] სულში გრძნობა ქაოსის ნაპირამდე მივიდა,
[მაგრამ არაფერია: სულო,] [გულო, რა გემართება]
მაგრამ გულს ვეძახოდი: ჩუმად, რა მოგივიდა?
                                                
*

ინაშვილი. ობოლი მუშა. აბაშელი. ბალაგინი. სირბილაძე. ანდრონიკაშვილი. თეო კეკელიძე. დადვაძე.
დიდი ხალხი იქნება.
ლოჟა გატენილია.
არაბიძე. რუხაძე. ფრანგიშვილი.
ცოცხალი. რუსთ. ბან.

*

აბაშელი; ამირაჯიბი შალვა; ახვლედიანი დარია; ახოსპირელი; ბაბილინა; ბაჩანა; გამსახურდია; განდეგილი; გაფრინდაშვილი; გვეტაძე რ.; გოგოხია; გორგაძე ვასო; გრიშაშვილი; გვანცალაძე; ერთაწმინდელი; ვარდოშვილი; იაშვილი პ.; იასამანი; კარმელი შ.; კოპალ.; ლეჩხუმელი; ლეონიძე; მაყაშვილი კ.; მარიჯანი; მაჭავარიანი ლადო; მეგრელი; მეჩონგურე; მიწიშვილი; მღვიმელი; მოსაშვილი; მჭედლიშვილი; ნადირაძე კოლაუ; ობოლი მუშა; ორბელიანი; რაზიკაშვილი თ.; რობაქიძე გრ.; რუხაძე ვარლ.; რუ...; სევდია; სიხარულიძე; საგანელი გ.; ტაბიძე ტიც.; ტუქსიშვილი; ფაშალიშვილი ს.; ქუჩიშვილი; ყანჩელი სანდრო; ყიფიანი ივ.; შანშიაშვილი სანდრო; [თურდოს.] ცეცხლაძე გრ.; ცვარნამი; წეველი ს.; ჭიჭინაძე კ.; ხეჩუაშვილი; ჯაფარიძე.

*

მუშაობა - პირქუშაობა.
მრუში - პირქუში.
ამეტისტი - მეტისმეტი.

დეკლამაცია. ჭიაურელი.
მუსიკა (სკრიპკა, პიანინო, სოლო და სხვ.).
„სულელი“ (დეკლამაცია).

კვირას. Вост. музык. (პოლიტ.).
ორშაბათი. ხოდოტოვი (კონსერვ.).

*

წინანდალს ვაზი აშვენებს,
ახმეტას ვაშლი ყვითელი,
ვარდებით შემოაშენებს
აკიდოების მკიდელი.
წინანდალს ვაზი აშვენებს,
ახმეტას ვაზი აშვენებს...
მთელ კახეთს შენი აშვენებს
შვენება მისარიდელი -
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა.
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა,
შენ გენაცვალე მუდამ.

*

Скажите, здесь ли Наркомпрос Просвещения.
ნიკო გოცირიძე. სანდრო კოკონა. იოსებ იმედაშვილი.
თუ [სცენ.] თეატრში ბევრი ხალხია - სინათლე იქნება, თუ არა - დაქრება.

*

სიკვდილი ოსკარ უაილდისა.

ქართული პანი.
ვაჟა-ფშაველა - ეს ქართველი პანი.

813. 814 - Поэ Эдгар.
823 - Рукавишников.
1673 - Ломброзо. Гениальность и помешательство.

*

მქონდეს ნახევარი გირვანქა პური, ოღონდ ნეტავი დილიდან საღამომდე მამუშავა.
პატარიძე.

Портрет скрипача Ромашкова.

*

[И летят стихов моих]
И цветут метафоры их живые,
Словно маков розовых сев осенний,
Что ростя легко, распускаясь ярко,
Тянутся к солнцу любя, <стоя>.

*
დოსტოევსკი.
შეიძლება დაიწეროს ლექსი.

პაგანინი.
ქვის მტეხელი (პორტრეტი). მენადა. მარმარილო. ბუ. შავი მარმარილო.

სახლების შესახებ.
„აპოლონი“, №2, 1913.
ეს ისეა: მოულოდნელად რომ ვინმე შენს სახელს ამოიძახებს.

*
Способность умножать действующие лица. Способность эта один из важнейших даров сочинителя романов (Л. Н. Толстой „Война и Мир“).
У Толстого жизнь имеет 3 измерения  - вещество, пространство, объем.
Интуитивный гений революции 20 лет от роду.
Вся тяжелая артиллерия доводов.

*
О семь часов, о, час заката,
Нежнейший час тиши и грез,
О, вечер, сладостней муската,
О, небо, цвета чайных роз!

Июль, 1911. Эмье

С надменным пышно-белым  Paradis
И брызнув на платок „Les roses gabilla“
По лестнице сбегу на зов автомобиля.

Одесса, март, 1915. Эмье

Хрусталь тиши и малахиты моря
Томят и нежат душу горожан.
Влечет в простор и хочется не скоро
Вернуться в шумный пестрый ресторан.

Од., май, 1915. Эмье

<Леонет> имя дали серафимы ей,
Свет луны лучистой взор для ее очей,
Взяли мрак ночей безлунных <из волос глуши>
И меня при <песнях струнных> обручили с ней.

*
2-0-2 - ზინო სილიკოვი. ინსპექცია - Судебная 4. დავითაშვილი.

*
[მე მთვრალი]
[მე მთვრალი ვარ. შენ ხმები და]
[მე მათრობს ქალი]
[მთვრალი შენით, და არა [ღვინით] ლხინით]
[შენით] [მთვრალი ვარ შენით და]

[მთვრალი ვარ შენით: მთვრალია ლხინი!
ცისფერი ფენით [მომეცა] ყვავილობს ჟინი -
შენ ისე შვენი, ოცნებას <შვენის>
[ჩემი] შენი შოპენი და პაგანინი.]

ვარდების ფენით [ამანთებს] ტრიალებს ჟინი -
[რომ ვთვრები] მთვრალია შენით: მთვრალია ლხინი,
პჲანინოს შვენი, ვით [დარდი] [ოხვრა] ცოდვა შენი,
[ვერდი, შოპენი] შოპენი, ვერდი და პაგანინი.

პოეტის ახლო [როცა წუხს] როს მღერის ქალი,
[სული] იგი უსახო [ხდება მზის ხალი] გახდება [რვალი] ძვალი,
ვარდების ინით, შეკრთება კრთალი,
[და მაინც] პოეტი ღვინით [მთვრალია] გონიათ მთვრალი.