შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-43 - 1929 წელი


"ეპოქა". 1929-1930.

მელაძის შესახებ დღიური:
1. როგორც კი ოლია დააპატიმრეს, უბორნაიაში დააგეს თავიანთი უზორებიანი საქმე.
2. უთუოდ ფიქრობენ, რომ ოლიას დაპატიმრებით ჩემთან გახდებიან რასმე.
ჩემი ზომები:
1. გაგება ვინაა ის. 2. შეიძლება... 3. თქვენ? თქვენ.
За эту сейчас опустевшую кровать Вам придется отвечать.

*
Геронтия К.
ძვირფასო, ამხანაგო!
მთელი თანამედროვე ქართული ლიტერატურა [დაემსგავსა იმ...]

*
მოდიან ლეგიონები.
მოდიან ლეგიონები...
მონას კვლავ.

*
ავიღოთ ხელში ლენინის ტომი.
პაციფიზმის ნიღაბით. ლენინი.
[რაა პაციფიზმი? ლენინი ამბობდა;]

* * *
რაა პაციფიზმი? ლენინი ამბობდა:
ბურჟუაზიული არის მოძრაობა,
რომელიც ისწრაფვის,
მოუღოს ბოლო,
სამხედრო შეტაკებებს,
და აღადგინონ
მუდმივი მშვიდობიანობა
იმპერიალისტურ
მხარეთა შორის.

*
[პაციფიზმი - ეს არის] „ბურჟუაზიული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ბოლო მოუღოს სამხედრო შეჯახებებს და აღადგინოს მუდმივი მშვიდობიანობა იმპერიალისტურ ქვეყნებში სამედიატორო საერთაშორისო სასამართლოების, ერთა ლიგის და სხვ. საშუალებით“.

*
„მუშათა კლასის ყინვაზე გაცურების ერთი ფორმათაგანი არის პაციფიზმი და მშვიდობიანობის აბსტრაქტიული ქადაგება. კაპიტალიზმის [ხანაში], და განსაკუთრებით მის იმპერიალისტურ სტადიაში, ომები აუცილებელია. ეხლანდელ დროში მშვიდობიანობის ქადაგებას შეუძლია მხოლოდ ილიუზიების თესვა, გახრწნა პროლეტარიატისა, ბურჟუაზიისადმი ნდობის შთაგონება, და [მისი გადაქცევა] მეომარ მხარეთა საიდუმლო დიპლომატიის ხელში მისი სათამაშოდ გადაქცევა, [რომელსაც] თუ მას თან არ ახლავს მოწოდება მასსების რევოლიუციონური მოქმედებისკენ“.

ლენინი

*
 [ეხლა] [შორით] შორიდან [მას აძლევს ბანს] ვუდრო ვილსონი.

ვუდრო ვილსონი
„დავაარსოთო, სჯობს, ერთა ლიგა,
დამშვიდდნენ დრონი“ -
სიტყვებს ჩაურთავს შიგა და შიგა
ვუდრო ვილსონი.

გმირული პოემა. რევოლიუციონური ეტიუდები.

*
მაისი.
მაისი - აისი. მაისი - დაისი. მაისი - არამაისი. მაისი - გაისი. მაისი - იავაისი. მაისი - ქუთაისი. მაისი - ტაისი. მაისი - რაისი? მაისი - დედაისი. მაისი -

მაისს.
მაისს - გიმალლაის. მაისს - ჰაი-ჰაის. მაისს - მაინცს. მაისს - რა ის. მაისს - პაის. მაისს - ვაის. მაისს - ძმაის. დაის. ხმაის. ქვაის. ცაის.

მაისმა.
მაისმა - გაისმა. მაისმა - გაისმა. მაისმა - ძმაისმა. მაისმა -

*
მოდიან ლეგიონები.
3 დღეში. საღამო.
გრიგოლ გიორგაძე.

*
8 იანვარი.

ინტრიგები - ეპოქის გარშემო
დევნისა და შურისძიების მომენტები
1. საინტერესოა გამოირკვეს, როდის მიიღო სტამბამ ეპოქა... რა იყო მიზეზები - დაგვიანებისა?
2. როდის გამოვა შენი „ეპოპეა“?
3. მიზეზები ეპოქის შესახებ „ტარტაროზი“-ს გამოსვლისა.
ა. ტარტაროზი მიჩვენა გიგლა მებუკემ. შენზეა ლაპარაკიო. - მაგინებენ, არა? - ვკითხე. - დაგცინიანო - იყო პასუხი (ეს იყო პირველ იანვარს).
ბ. სახელგამში შემხვდა ახალგაზრდა სიგუა. მან შემატყობინა, რომ პასკვილის ავტორი არის გრ. ცეცხლაძე.
გ. პასკვილი წაიკითხა ტ. ტაბიძემ. მან სრულებით არა სთქვა-რა.
დ. ლადო მაჭავარიანმა გამოწვევით მითხრა, რომ პასკვილი ჩემიაო. იქვე იყო დონი. მე ვუპასუხე, რომ არ გაპატივებთ მეთქი. ეს არ ესიამოვნათ.
ე. მეორე დღეს ლადო მაჭავარიანმა სთქვა, რომ პასკვილი ცეცხლაძისაა, რომ ლექსი მხოლოდ პაროდიაა, ხუმრობა, მხოლოდ საერთო სათაური „ლიტერატურული დომხალი“ შეურაცხმყოფელია.
4. მანვე სთქვა, რომ სალიტერატურო ნაწილის გამგე ტარ-ში არის სიმ. წეველი და სათაური ეკუთვნის მას. „წეველი სულელია, სულელს რომ რედაქციაში მიიწვევენ, მაშინ გაკეთდება საქმეო“.
5. სანდრო ეული (რედაკტორი ტარ-ის) შემხვდა, ცოტათი შერცხვენილი, მის მაგიერ მე მრცხვენოდა, ლაპარაკს ვერ ვახერხებდი..
- გეწყინა, გალაქტიონ, არა?
- არა, კაცო, არაფერია.
- არაფერია, მხოლოდ ხუმრობა იყო, საახალწლო ხუმრობა. მხოლოდ სათაური მეტია. სათაურს ეხლა ვუცვლით.
- არაფერია, არაფერია.
- სათაური...
6. სათაური იქნება, როგორც სჩანს, უფრო ლოიალური. არა „ლიტერატურული დომხალი“ - არამედ „ლიტ. ნობათი“. ეს ჩემი დამამცირებელი ამბავია. ირეთელიც კარგა მილანძღეს სახელგამში.

საერთოდ გრძნობენ უხერხულობას, დადიან ჯგუფ-ჯგუფად. სერბიელებივით, ყველა დაჭუჭყიანებული, უწმინდური, ჩამობრანძული, წვერგაუპარსავნი, სერიოზულ ლიტერატურიდან გარიყული ხალხი.

ვინ არიან - ჩემს წინაშე დამნაშავენი?
1. რედაკტორი - სანდრო ეული.
2. ავტორი - გრ. ცეცხლაძე.
3. ავტორი №2 - სიმ. წეველი.
4. მხატვარი - დონი.
5. რედაკტორი - ხინველი.
6. მაჭავარიანი - მათი ერთგული ძაღლი.
7. ირეთელი - მათი ერთგული გაიძვერა.
აგებენ პასუხს.

მტრებს მეორე ბანაკიდან (ცისფერელები, ფედერალისტები, არიფიონელები) ალბად სიხარული აქვთ: აჰა, ესეც შენაო! რა ნაადრევი სიხარულია!! ყოველ შემთხვევაში, საჭიროა თვალყურის დევნება მათზე.

რატომ არ არის განცხადება გაზეთებში „ეპოქი“-ს გამოსვლის შესახებ? ვინ აჭიანურებს ამ საქმეს?

Ай Моська, знать она сильна, что лает на слона.

*
პარასკევი, 28 მარტი.
როდესაც მე მოვუყევი გუშინდელ ამბებს ხინველს, მან სთქვა: ვისია ხელოვნების სასახლე? რატომ ამტვრევენ ღია კარებს? ცოტათი მართალიცაა, მაგრამ...
ალბად დადგა ანგარიშების გასწორების დრო.
ერთად მიდიოდენ დილით ბუაჩიძე, რადიანი და კიდევ ვიღაცა. ცოტა ხნის შემდეგ ერთად იდგნენ სახელგამთან: გრიშაშვილი, ირეთელი, ვიღაცა ქალი და სხვ.
მე დღეს წავიკითხე მხოლოდ "პ. მწ." წერილი "ეპოქაზე". იმავე <ნატრავისა> იმნაირივე ტონით. საინტერესოა ახ. კომ. წერილთან შედარება.