შუალედი - დან - მდე
 
 


ხელოვანის ტრაგედია


ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: „დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადავუხრი გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ... რა დიდი ამბავია, თავისთავის წინააღმდეგ წახვიდე, და ისიც მხოლოდ ერთხელ... განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არ შევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ..." მაგრამ ხელოვანს იმედები არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით - გაცილებით უფრო იოლით და სასიამოვნოთი. იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით, [იაფი] და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა - დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ, იოლი და სასიამოვნო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ-მარტოა. და აქ იწყება მისი ტრაგედიაც. დაცალიერებული სულით ბრუნდება  დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური [წერილი] ბარათი ხვდება, [გალექსილი:] ლექსად დაწერილი:

კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
[გვეგონა] ეგონათ, რომ ბედი დაფნებს, მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდის სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით - საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!

„დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი... ბოლოს [იგი] გადაბრუნდა. ურემი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, [მაგრამ] მშვენიერზე მშვენიერი გზა! მაგრამ... რა ახლოა, და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარა-შერეული კაცია! ეჰ, ურემი საბოლოოდ გადაბრუნდა!

გ. ტ.

2 ნომბერი, 1948 წ.

* * *
კაცს საწუთრო როგორ აბნევს.
იძლეოდი დიდ იმედებს:
გვეგონა, რომ [მომავალი] ბედი დაფნებს
[მხოლოდ შენთვის] რჩეულისთვის გაიმეტებს.

[საუკუნის ნახევარი] [ორმოცდაათ წელზე მეტი]
[მიდის (გაიარა).. [გაჰქრა] ჰქრება ის იმედი]
[ის იმედი არ გამართლდა].

* * *
[დიდზე] ურემს დიდის [ჭრიჭინითა] [კოტრიალით] სიმწრის ალით
მიათრევდა გზად ყევარი.
[დიდის ჭრიალით] მაინც განვლო იმ ჭრიალით
საუკუნის ნახევარი...
[ორმოცდაათ წელზე მეტი]
ნდობა გვქონდა მეტი, მეტი.
[თუმც] გზას გაგიანკარებდით -
არ გამართლდა ის იმედი,
ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!

                *
Два Акака. ДВ. Два Акака.
მარჯანიშვილის თეატრი.
პრეზიდიუმში. იქა-აქა.

სოციალისტური რეალიზმის გზები.
კოტრიალი. კოტრიალი. კოტრიალი.
სოციალისტური რეალიზმის გზები.
9 ნოემბერი.
ნატა აბდუშელიშვილი.
ი. გრიშაშვილი.

* * *
[ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის].