შუალედი - დან - მდე
 
 


სერაფიმა ვლადიმიროვა


მისი ლექსები იბეჭდებოდა „გუდოკ“-სა და „პრავდა“-ში. მშობლები მას არ ახსოვდა. ზეინკალმა იაკოვლევ-ვლადიმიროვმა ჯერ ისევ ბავში წამოიყვანა იგი ერთ-ერთ ბავშვთა თავშესაფარიდან, აღზარდა, მიაღებინა თავის სახლში პირველდაწყებითი [ცოდნა] და გიმნაზიაში 6 კლასის ცოდნა. ადრე, ბავშობიდანვე დაამახსოვრდა სერაფიმას პაპის, მოხუცი  სოციალისტის - ჩერნევსკის საუბრები თავისუფლების შესახებ. სერაფიმამ გამოაქვეყნა ლირიკის ორი წიგნი: „სიმფონია სიყვარულისა“. რევოლიუციის შემდეგ რევოლიუციონური განწყობილება სავსებით იპყრობს მის ლირიკას. თავის სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში სერაფიმა თანამშრომლობდა „პრავდა“-ში. გარდაიცვალა ფილტვების ანთებისაგან - 1919 წ. 30 დეკემბერს.
იგი დაიბადა 1897 წ.; 9 წლისა ლექსებს სწერდა, რომელშიაც [იცავდა სუსტებს] ეხებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლებს, სოციალიზმს. ეს ხანა იყო 1905 წლისა. 1916 იგი შეხვდა რევოლიუციონერ პოეტს - დეგტიარევს, მჭედლის შვილს. [მოვიდა ცხოვრება] დაიწყო სიხარულით, ოცნებებით, გეგმებითა და შრომით სავსე ცხოვრება. დადგა 1917 წ. ვლადიმიროვა მღერის რევოლიუციონურ სიმღერებს. ოკტომბრის რევოლიუცია იპყრობს მის სულს, და იგი ეძლევა საომარს შემოქმედებას, შემოქმედებას შრომისას (ლაბორიზმი). „პრავდა“-ში მისი ლექსები მოწმობდენ ახალგაზრდა ქალის არაჩვეულებრივ მხატვრულ ნიჭს. მისი თემები ასეთი იყო: მრეცხავი ქალები, მქსოველი ქალები, მეჩექმეები, კონდუკტორი ქალები - შრომა თვითეულისა და შრომა კოლეკტივის. როგ. ტყის კაფვა, გზის გაწმენდა, დიდი ლექსი III ინტერნაციონალი. გარდა ამისა მას აქვს ორი წიგნი „ლირიკა სიყვარულისა“ და „სიმფონია სიყვარულისა“.
უკანასკნელ ხანაში სერაფიმა ვლადიმიროვა ცხოვრობდა მეტად მძიმე პირობებში: ფილტვების ტუბერკულიოზთან ერთად, სიცივის 3-4 გრადუსში, დადის უკალოშოდ, დახეულ ფეხსაცმელებში, დახეულ წინდებში, უტანთსაცმელოდ. როგორც ცხოვრობდა, რითი არსებობდა, - ჩვენთვის გაუგებარიაო, - სწერს ამ რევოლიუციონერი ქალის გარდაცვალების შემდეგ ავტორი წერილისა კრებულში „ძმათა სასაფლაო“.

[1930-იანი წლები]