შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ამ გამოცემაში...


[ამ გამოცემაში შეტანილია] [შეიცავს] იტევს 600-ზე მეტს ლექსს. დაახლოვებით ერთი მეოთხედს ავტორის ნაწარმოების [ლექსებისა, რაც პოეტს დაუწერია ოცი წლის განმავლობაში]. საზოგადოებამ იცის, რომ ოცი წლის სალიტერატურო ასპარეზე გამოსვლიდან პოეტის  მიერ დაწერილია 2.000-მდე ლექსი. პოეტი სალიტერატურო ასპარეზზე [გამოსულია თითქმის 20 წელიწადი, ამ ხნის განმავლობაში დაწერილი ყველა ლექსები, მონოგრაფიები] თავდადებით და სიყვარულით მუშაობს. ამ წიგნში არ შედის აგრეთვე სალიტერატურო მანიფესტები, რამდენიმე მონოგრაფია, მეთაურები, გამოცემებში („ლომისი", „პოეზიის დღეები“ და სხვ.).
ამ წიგნში ავტორს არ შეუტანია [დანარჩენი მასალები,] სხვადასხვა წერილები და სხვ., როგორც  ბევრი ძველი, ისე [ახალი] უკანასკნელი დროის მასალები: პოემები, ლექსები, რამდენიმე მონოგრაფიები, სალიტერატურო მანიფესტები, მეთაურები გაზეთებში. [ჯერჯერობით ამ ტომში არ შედის] ავტორს [ეძლეოდა]  ჩვენ მივეცით [საშუალება] წინადადება, მასალები დაელაგებია განსაზღვრულ [გარემოებებში] ფორმებში, თუმცა  რამდენათაც [შეიძლება] შესაძლებელი იყო შემდეგ ვამატებდით გვერდების რიცხვს: [პირველ ხანად გადაწყვეტილი იყო, გამოგვეცა მხოლოდ 40 გვერდი, შემდეგ მივუმატეთ 10 გვ. (50 ст.), შემდეგ კიდევ 50 (100 გვ.), შემდეგ კიდევ 50 (150) და ასე - სანამდე...].
2500. 3.000 ლექსი.

[პოეტის აზრით] ქრონოლოგიური წესით [წიგნის] გამოცემული წიგნი უმთავრესად [ვიწრო] ლიტერატურულ მკვლევარების ვიწრო წრისთვისაა დანიშნული, მაგრამ [ფართო] მკითხველი მასსისთვის ის ხშირად სრულიად არაფერს არ წარმოადგენს. [პირიქით, ხელს უშლის საყვარელი ავტორის ამა თუ იმ ნაწარმოების მოძებნაში და მითვისებაში. [მისთვის [უმთავრესია] სულ ერთია, როდის დაიწერა] მას უმთავრესად აინტერესებს საყვარელი ავტორის ესა თუ ის [ნაწარმოები] ელეგია, [ან რას] მაგალითად, [„მთაწმინდის მთვარე“] „მე და ღამე“, „მერი“ ან „ლურჯა ცხენები“. ამის გამო ჩვენი გამოცემა არის არა ქრონოლოგიური, არამედ სისტემატიური: ლექსები მიდის ლირიული ტემების მიხედვით. ასე მაგალითად, არის განყოფილება „ატმის ყვავილები“, ამ ტემებზე ერთად მოთავსებულია პოეტის სამი თუ ოთხი ლექსი, არის განყოფილება, [ცხრაას ჩვიდმეტი: აქ] რომელშიდაც მოთავსებულია ყველა ლექსები.

1927 წელი