შუალედი - დან - მდე
 
 


დეკადანსი და ქართველი ახალგაზრდა მწერლები


[ჩვენში ახალმა მიმართულებამ მიიღო] ჩვენში მწერლობამ ახალი მიმართულება მიიღო და ახალი კრიტიკაც შვა. მაგრამ არაფერი იმდენად გასაკვირალი არ არის, როგორც დევნა ამ ახალგაზრდა მწერლებისა, თუ ვინმე რედაკტორს ან თუნდაც კერძო პირს  ხელში ჩაუვარდა იმათი ნაწერი, იცოცხლეთ, ის არაფერს დაამსგავსოს. ან და, მეც შევხვედრივარ რომელიმე ძველ მწერალთაგანს, რომელსაც  გული ბრაზით ჰქონებია სავსე იმის გამო, რომ მწერლობა ახალ გზას დაადგა, დასტოვა ძველი, როგორც რაღაც ხავს-მოდებული და გამოუსადეგარი რამ... ამასთანავე ის არ აყოვნებს „მშვენიერ სიტყვათა“ თაიგული უძღვნას იმ ახალგაზრდას, რომელიც მეტის მეტად აჭარბებს ამ ახალი გზის კვლევა-ძიებასა და გაფართოვებაში. დეკადანსი იშვა ჩვენში, მაგრამ ჯერ ის მთლად განვითარებული არ არის.

აკაკი, გ. ტაბიძე, ა. შანშიაშვილი, ახალგაზრდობა. Шедевр.
იავ-ნანა, ვარდოვ-ნანა, იავ-ნანინაო.

1910-იანი წლები