შუალედი - დან - მდე
 
 


სტალინის სახელობის ამ. კავკასიის რკინისგზის ვაგონ-სარემონტო ქარხნის დირექტორს


საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოსის – გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუციის 40 წლის თავთან დაკავშირებით ხშირად იმართება ჩემი სალიტერატურო საღამოები და გამოფენები [მხატვრული, რისთვისაც]. გამოფენებისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ სტენდები; [იმ სახის] გთხოვთ, [თქვენს ქარხანაში] დამიმზადოთ სტენდი თქვენს ქარხანაში ოცდა ხუთი ცალი (ორი მეტრი სიგრძე, ერთი მეტრი სიგანე; სტენდი დადგმული იქნება 1 მეტრიან საფეხურზე).

გ. ტაბიძე

12 ივლისი, 1957